• რეკლამა
  • კონტაქტი
07:08, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული მხარე უკვე თვეებია ამას მალავს” – მონაწილეობს თუ არა “ოცნება” რუსეთთან “კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში?

ალია ავტორი - ალია
19:08 04-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
440

 “გახარია საქართველოსთვის” პარტია განცხადებას ავრცელებს:

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის – მარია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის და ახლა ასეთ “ნეიტრალურ ტერიტორიას“ ეძებს.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ “კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში და რა არის  ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე. ქართული მხარე უკვე თვეებია მალავს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებსა და ჟენევის ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსს, რაც პერიოდულად ჟღერდება ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ მართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ და შეიცავს საგანაგაშო ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

საგანგაშოდ მივიჩნევთ, „ოცნების“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არსებულ სახიფათო, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი პოლიტიკის დინამიკას, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ  ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშით,  2008 წლის ომში აგრესორად, ფაქტიურად საქართველოს გამოცხადებითა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით, რომელსაც ქართული მიწის დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისთვის, „ოცნების“ ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და „არგუმენტებით“ ასამართლებს.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველოს ეროვნული, სუვერენული ინტერესების დაცვაში თავისი მონაწილეობით ეხმარება ეუთო, გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალურ გარემო” კი ისეთი  გარემოა, სადაც საქართველოს  სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს და ეს ფაქტობრივად, ამ ფორმატის გაუქმებას ნიშნავს.

ფაქტია, რომ საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო, საინფორმაციო და ეკონომიკური ბერკეტებით შეიარაღებული რუსეთის ფედერაცია ახლა აქტიურ და მასირებულ შეტევას აწარმოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, სად დგას „ოცნების“ მთავრობა დღეს, – იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუ რუსული სახელმწიფოს მოკავშირეა ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაში.

კალაძის სიძემ არ გააპროტესტა აფხაზეთის რესპუბლიკად მოხსენიება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved