• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:25 10-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305

ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული სპეცოპერაცია იყო.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ეს ის კანონია, რომელზეც ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის მთელი კამპანია, სათავეში კი იდგნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები.ტერმინით, „რუსული კანონი“ ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა. მთელი ეს კამპანია, რომელშიც ჰქონდათ მილიონობით ფული ჩასხმული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა ქართველი ხალხის და საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ. ჩამოშალა კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია.

გახსოვთ „რუსთავი ორის“ საქმე, გვარამიას საქმე, სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, სადაც ზუსტად იგივე აქტორები ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი აქტორები ქმნიდნენ ყალბ ნარატივებს, თითქოს ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენები იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო – სტრასბურგის სასამართლო ბოლოს წერტილს უსვამდა ამას. როგორც გახსოვთ, „რუსთავი ორის“ საქმეზე არავინ ბოდიში არ მოიხადა, არცერთმა პოლიტიკოსმა თუ უცხოელმა დიპლომატმა. როგორც გააკეთა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გვახსოვს ჩვენ ევროკავშირის 27 წევრის დემარში იუსტიციის სამინისტროში ყალბი საფუძვლით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე კვირაში ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტურად ცრუ და არანაირი საფუძველი მას არ ჰქონდა. მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან დიპლომატმა, იგივე იყო გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე, სამწუხაროდ ასე ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და შემდეგ ბოდიშს არავინ არ იხდის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსეთში მოქმედ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, პასუხი გასცა ყველა იმ აქტორს, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზუსტად დაასახელა ის 6 პუნქტი, რომელიც არის რუსეთში მოქმედ კანონში შეუსაბამო ადამიანის უფლებათა კონვენციასთან. პირველი – ვალდებულება, რომელიც ეკისრება ორგანიზაციებს ყველა გამოცემა დაბრენდონ ანუ ბრენდირება მოახდინონ როგორც უცხოელი აგენტის წარმოებული. არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის და საერთოდ არანაირი ტერმინი აგენტთან დაკავშირებით არ არის.მეორე – ასეთი ორგანიზაციები ყოველგვარი საარჩევნო პროცესისგან გამორიცხულები არიან , არანაირად მსგავსი ქართულ კანონმდებლობა არ არის, მესამე – პროფესიული სასწავლო პროგრამების აკრძალვა – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის.

მეოთხე – ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის და ასევე არაპროპორციული სანქციები, კერძოდ ჯარიმები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის გაუქმება, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის. ეს არის ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს პასუხი ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენლის, „ენჯეოს“ მიმართ თუ უცხოელი აქტორის მიმართ, რომლებიც ეს პერიოდია ცრუ ბრალდებებს აყენებს და ცრუ ნარატივებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით; ბედავენ, რომ ქართულ კანონმდებლობას უწოდონ რუსული კანონი, ამით იმუშაონ ადამიანების ემოციაზე, რაც ჩვეულებრივი მავნე დეზინფორმაციის მეთოდებია, ამიტომ ჩამოიშალა მათი პროპაგანდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ახლა მათ რაც დარჩენიათ, არის ბოდიშის მოხდა ქართველი ამომრჩევლისადმი, იმ მავნე დეზინფორმაციის გამო, რაც აკადრეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved