ქარიშხალ „დელტას“ მოახლოების გამო ტეხასსა და ლუიზიანაში 600 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ ვებგვერდი poweroutage.us ავრცელებს.
კერძოდ, ტეხასში ელექტროენერგიის გარეშე 108 ათასი ადამიანი, ლუიზიანაში კი 451 ათასი ადამიანი დარჩა.
ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტეხასისა და ლუიზიანის ზღვისპირა რაიონებში შტორმია გამოცხადებული, ძლიერ წვიმებს შესაძლოა წყალდიდობა მოყვეს.
ამჟამად „დელტა“ პირველი კატეგორიის ქარიშხლად ითვლება, ქარის სიჩქარე 40,2 მ/წ შეადგენს.
კომენტარები