• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

ალია ავტორი - ალია
16:14 12-18-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განხორციელებული ინიციატივებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის – თიბისის გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო გადაეცა.

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქალთა გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა სფეროში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ სამუშაო გარემოს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ქალების პროფესიულ განვითარებას, დასაქმებას, მეწარმე ქალების მხარდაჭერასა და თანამშრომლების გაძლიერებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

როგორც თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი აღნიშნავს, ქალთა გაძლიერება თიბისისთვის სტრატეგიული მიმართულებაა: „ESG სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ქალთა გაძლიერებას ერთ-ერთი მთავარი ადგილი დავუთმეთ. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკვე ოთხი წელია მნიშვნელოვან ინიციატივებს ვახორციელებთ. მათ შორის არის მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც თიბისი ოთხი წელია მხარს უჭერს და რომელსაც ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ასევე, აღსანიშნავია გრეის ჰოპერის დაჯილდოება, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებასა და აღიარებას ემსახურება. თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებისა და გოგოების ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში – ჩვენს IT აკადემიაში მათი წილი ყოველწლიურად იზრდება, ხოლო კურსდამთავრებულთა 45% ქალები არიან, რაც დაახლოებით 2 400 მონაწილეს შეადგენს“.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმასა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2016 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პლატფორმა ღიაა ახალი წევრების ხელმოწერისთვის და მისი გაფართოებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.

თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ოფიციალური პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო და ამით თიბისი საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც UN Woman Georgia-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ჩაერთო ქალების გაძლიერების პროგრამებში. ამასთან, თიბისი არის გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი, რითაც დასტურდება, რომ კომპანია გრძელვადიანად უყურებს ამ მიმართულებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს ასახავს მის პოლიტიკებში, პროცესებსა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved