74 წლის ეკვადორელი ქალი, რომელიც კოროვირუსის გამო გარდაცვლილად გამოცხადდა, ცოცხალი აღმოჩნდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ალბა მარურის ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ, ერთი თვის წინ აცნობეს. მოგვიანებით, ოჯახს ცხედრის ფერფლიც გაუგზავნეს და უთხრეს, რომ ეს მათი ოჯახის წევრის იყო.
მარურმა სამკვირიანი კომის შემდეგ, გამოიღვიძა და ექიმებს, საკუთარ დასთან დარეკვა სთხოვა.
მისი ოჯახი სიახლით, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, თუმცა მათთვის დღემდე გაურკვეველია ვისი ფერფლი აქვთ საკუთარ სახლში.
საავადმყოფომ ოჯახს საჯარო ბოდიში მოუხადა შეცდომისთვის.
კომენტარები