• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალაქი, სადაც რუსული შემტევი ჯგუფი სამი კვირაა შესვლას ვერ ახერხებს და ქალაქი ციხესიმაგრე უკრაინაში – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:29 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
“23 მაისის შეჯამება უკრაინაში (რუკასთან ერთად):
– დონეცკის რაიონში იზიუმიდან სლავიანსკისაკენ რუსების გაჭრის მცდელობა მოგერიებულია. რუსებმა დიდი დანაკარგებით დაიხიეს საწყის პოზიციებზე. მათ კვლავ არტილერიას მიმართეს უკრაინელთა წინააღმდეგ, თუმცა უკრაინელებს იზიუმის დაჯგუფების შესაჩერებლად ტყიანი მასივიც უწყობს ხელს.
– დღეის მდგომარეობით ყველაზე მძიმე ვითარება ქალაქ ლიმანთანთანაა, რომელშიც ომამდე 20 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. ლიმანი ინტენსიურად იბომბება. სამხრეთიდან რუსებმა ქალაქის გარეუბანში ჯერ კიდევ მაისის პირველ რიცხვებში შეაღწიეს, თუმცა მას შემდეგ წინ წაწევა ვეღარ შეძლეს და საარტილერიო და საავიაციო იერიშებს მიმართეს. ქალაქის საცხოვრებელი კორპუსები სამიზნე ობიექტებადაა გადაქცეული. უკრაინელები აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას უკვე მესამე კვირაა და ქალაქის დაცვას ახერხებენ. რამდენიმე რუსული მცირე დანაყოფი, რომელიც ქალაქის შედარებით სიღრმეში ცდილობდა შესვლას უკრაინელებმა გაანადგურეს.
ლიმანის დასავლეთის სლავიანსკია. მანამდე მდინარეზე წინააღმდეგობის ზღუდეებია აგებული. ამასთან რუსები ქალაქის მომარაგებას ბომბავენ, რითაც აფერხებენ უკრაინელ მცველთა შევსებას. ამ ეტაპზე უკრაინელებმა რუსების მნიშვნელოვანი ნაწილების დაკავება შეძლეს ქალაქის შესასვლელში, მაგრამ თუკი სიტუაცია გამოუსწორებლად კრიტიკული გახდა მდინარის დასავლეთ სანაპიროზე უკან დახევა შესაძლებელი იქნება. ის ფაქტი, რომ რუსული შემტევი ცენტრალური ჯგუფი ქალაქში შესვლას სამი კვირაა ვერ ახერხებს და ყოველდღიურად იღებს დანაკარგს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსების შემტევ ნაწილებს არც გამოცდილება და არ საკმარისი რესურსი არ აქვთ და ყოველ მომდევნო სამიზნესთან მიახლოებისას მეტი ძალების დახარჯვა სჭირდებათ, რისი საშუალებაც მალე უბრალოდ აღარ იარსებებს.
– მას შემდეგ რაც ბოლო ათი დღის განმავლობაში რუსების სამმა დაჯგუფებამ სცადა მდინარე სივერსკი დონეცზე უშედეგო გადასვლა, რუსების გადარჩენილი ნაწილები შევსების გარეშე გადაისროლეს ლიმანისა და რუბეჟნოესაკენ. საინტერესო ტენდენციაა – რუსები ვეღარ ავსებენ იმ ბატალიონებს, რომელთაც დიდი რაოდენობით დანაკარგი მიღეს და უცვლელი მდგომარეობით უშვებენ საბრძოლო მოქმედებების სხვა არეალისაკენ. ცოცხალი ძალის პრობლემა გაჩნდა რუსულ არმიაში.
– მძიმე ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკისათვის. თუმცა დღეს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. რუსებმა წინსვლა ვეღარ შეძლეს. ისინი კვლავ ძალიან დიდი ძალებით უტევენ სევეროდონეცს, თუმცა მასში შეღწევას ვერ ახერხებენ. უკრაინელებისათვის ეს ქალაქი დიდი ციხესიმაგრეა, რომელიც აუცილებლად გამოფიტავს რუსულ შეტევით პოტენციალს.
– პოპასნაიას სამხრეთით, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების საზღვართან პატარა ქალაქი მირონოვსკიდან უკრაინელებმა თავიანთი სამხედროების ევაკუაცია განახორციელეს რის შემდეგაც მდინარე ლუგანზე ყველა ხიდი ააფეთქეს. ამით ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე აიცილეს თავიდან. სავარაუდოა, რომ ისინი მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრდებიან და თავდაცვის ახალ ზღუდეს შექმნიან. ცნობილია, რომ ამ მიმართულებით – მარონოვკისაკენ – რუსები და სეპარატისტები სამი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ გაჭრას. ანუ სამთვიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინელებმა მხოლოდ 5 კილომეტრით დაიხიეს უკან.
– რუსებმა შემტევი ნაწილების თავმოყრა დაიწყეს ზაპორიჟიას რაიონსა და ხერსონში. რუსეთის სამხრეთის დაჯგუფება ალბათ დააპირებს ზაპორიჟიასა და მიკოლაივის რაიონში ახალ მცირე ან საშუალო მასშტაბის შეტევების წარმოებას რათა უკრაინული ძალები თავდაცვაში დატოვონ, მაგრამ საკმაოდ რთულად წარმოსადგენია სამთვიანი ბრძოლისა და გამაგრების შემდეგ მიკოლაივისაკენ ან ზაპორიჟიაში რუსებმა რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა მოახერხონ. თუმცა არც ისაა გამორიცხული უკრაინელების კონტრშეტევის შიშით მართლაც სცადონ ფართომასშტაბიანი შეტევა რეგიონული ცენტრებისაკენ, რაც სუიციდურ მისიას უფრო დაემსგავსება.
– ხარკივის შემოგარენში, რუსეთის საზღვართან უკრაინული დანაყოფები რუსულ დარჩენილ ნაწილებს ეტაპობრივად ანადგურებენ. თუმცა რუსები რუსეთის ტერიტორიიდან არტილერიას იყენებენ უკრაინელთა წინსვლის შესაჩერებლად. რეალურად კი უშედეგოდ.”
შეიძლება იყოს რუკა და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved