• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქაბულში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

ალია ავტორი - ალია
10:09 08-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.

საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

ჩამოფრენილებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

„პირველივე დღიდან, როცა გადაწყდა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია ჩავერთეთ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც წარმატებით დასრულდა დღეს და ჩვენი 16 თანამოქალაქე დაუბრუნდა ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსათვის და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. მე ვახსენე უკვე, რომ ეს იყო საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები, ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. მთავარი არის ის, რომ მიზანი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეები თბილისში არიან”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე ოფიციალურად იყო კავშირზე მეგობარ ქვეყნებთან და საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა ოფიციალური გზებით ხდებოდა.

„რამდენიმე ქვეყანა გამოიარეს და ყველგან სათანადო მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე საგარეო უწყების და საკონსულო სამსახურების მხრიდან”,-განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved