• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინთან მეგობრობით ტრაბახობდა, მაგრამ პუტინთან სიახლოვემ ვერ უშველა”– აშშ–ის მიერ დასანქცირებულ ევგენია გუცულს 7 წელი მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
22:16 08-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53,825
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
მოლდოვაში დაკავებულ პრორუსული გაგაუზიელი სეპარატისტების ლიდერს ევგენია გუცულს 7 წელი ციხე მიესაჯა. მას 2022 წლიდან რუსეთიდან უკანონო ფინანსების მიღება და აკრძალული რუსული პარტიის დაფინანსება ედება ბრალად.
გაგაუზია თითქმის სრულად რუსიფიცირებული თურქული წარმოშობის ხალხისაგან დასახლებული ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთის დახმარებით 1990-იან წლებში ღია სეპარატიზმით იყო დაკავებული და დღემდე რუსეთის მთავარი საყრდენია მოლდოვაში.
არადა ევგენია გუცული პუტინთან მეგობრობით ტრაბახობდა, მაგრამ პუტინთან სიახლოვემ ამჯერად მას ვერ უშველა. გუცული აშშ-ს მიერ სანქცირებულიცაა.
მოლდოვაში წინა წელს საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირის რეფერენდუმში რუსეთი დამარცხდა. გაგაუზია და დნესტრისპირეთი რუსული დაფინანსებისა და მოსყიდვის მთავარი წყარო იყო. მაშინ მოლდოვა გადარჩა, ძირითადად ემიგრანტების ხმებით, მაგრამ მოლდოვას კიდევ ერთი და უმთავრესი გამოწვევა წელს ექნება. 28 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ღიად პრო-რუსი კომუნისტების დიდი გაერთიანება მაია სანდუს პარტიას დაუპირისპირდება. ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა პრეზიდენტს უჩვეულოდ დიდი პოლიტიკური წონა აქვს. მოლდოვაში რუსების მარცხის შემთხვევაში პროცესები დამაიმედებლად გამვითარდება. მაგრამ ამის საპირისპიროდ თუკი მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში რუსული ძალები გაიმარჯვებენ, ქვეყანა დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებას დაიწყებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved