• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!“ – ვინ აიღო დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა

ალია ავტორი - ალია
01:03 08-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
538

რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, პუტინისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმია იღებს. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარევის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

ილია პონომარევმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

“ჩვენ, რუსი აქტივისტები, მებრძოლები და პოლიტიკოსები, ეროვნული რესპუბლიკური არმიის რიგითი პარტიზანები და მეომრები, უკანონოდ მივიჩნევთ ომის წამომწყებებს, რუსი ხალხის ქურდებსა და მჩაგვრელებს!

ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავ ხალხს შორის და რუსი ჯარისკაცები პირდაპირი და უაზრო სიკვდილის გზას გაუყენა.

ზოგიერთისთვის სიღარიბე და კუბოები, სხვებისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.

ჩვენ ვთვლით, რომ ხმაწართმეულ ხალხს აქვს უფლება, წინ აღუდგეს ტირანებს.

პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!

ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება”. – წერია მანიფესტში.

დაჯგუფება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს უზურპატორის თანამზრახველებად მიიჩნევს და იმუქრება, რომ გაანადგურებენ ყველა მაღალჩინოსანს, რომელიც ძალაუფლებაზე უარს არ იტყვის. ისინი ემუქრებიან სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღს არ დაყრიან, გაანადგურებენ.

“ჩვენ გვახსოვს სახლების აფეთქება, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს არცერთ ჯოჯოხეთურ ქმედებაზე და ვაცხადებთ: ჩვენ ვატარებთ აქციებს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავესხმებით თავს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს და თუკი პუტინის ძალოვანები ამას გააკეთებენ და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერენ, მათ არ დაუჯეროთ.

ჩვენ მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ ჩვენი ძმების დახვრეტა სხვა ქვეყნებშიც – საქართველოში, სირიასა, თუ სხვაგან”

„ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved