• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინმა მოკლა ალექსეი, მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის განადგურება – ნავალნის ცოლი

ალია ავტორი - ალია
16:13 02-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ქმრის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძლებს. იულია ნავალნაია მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

იულია ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ. ამასთან, მან დასძინა, რომ დაასახელებენ გვარებს, კონკრეტულად ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულში.

მან ალექსეი ნავალნის სიტყვები გაიხსენა – “არ არის სირცხვილი, გააკეთო ცოტა, სირცხვილია, არაფრის გაკეთება” და მოუწოდა მხარდამჭერებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და იბრძოლონ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

“დღეს პირველად, ამ არხის მეშვეობით მე უნდა მოგმართოთ თქვენ. მე არ უნდა ამ ადგილას, მე არ უნდა ვწერდე ამ ვიდეოს, ჩემს ადგილას უნდა იყოს სხვა ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმერ პუტინმა მოკლა ჩემი მეუღლე, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნდა, ყველაზე ახლო და საყვარელი ადამიანი. […] პუტინმა მოკლა არა უბრალოდ ადამიანი ალექსეი ნავალნი, მან მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის მოკვლა, განადგურება.

ალექსეი დაიღუპა კოლონიაში 3-წლიანი ტანჯვის და წამების შემდეგ. ის არ იჯდა ციხეში ისე, როგორც სხვები, მას აწამებდნენ, ამყოფებდნენ კარცერში, ბეტონის კოლოფში. […] მას დასცინოდნენ, არ აძლევდნენ კალამს და ფურცელს, რომ დაეწერა ჩემთვის ან ჩვენი შვილებისთვის წერილი, აშიმშილებდნენ 3 წლის განმავლობაში, ის კი არათუ არ ნებდებოდა, პირიქით, სულ მხარს გვიჭერდა ჩვენ, გვამხნევებდა, ხუმრობდა, ერთი წამითაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რისთვისაც იბრძოდა და რის გამოც განიცდიდა. ჩემი მეუღლე არ გატყდა და სწორედ ამიტომ, პუტინმა ის მოკლა. […]

ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი 3 დღის წინ. მალე მოგიყვებით ამის შესახებ. აუცილებლად გავიგებთ იმასაც, ვინ და კონკრეტულად როგორ ჩაიდინა კონკრეტულად ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ გვარებს და გაჩვენებთ სახეებს, მაგრამ მთავარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ალექსეისთვის და საკუთარი თავებისთვის არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. გავაგრძელოთ ბრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე. ვიცი, ჩანს, რომ მეტი თითქოს შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა მეტი.

უნდა შევიკრათ ერთ მუშტად და უნდა დავარტყათ მათ ამ შეშლილ რეჟიმს, პუტინს, მის მეგობრებს, ქურდებსა და მკვლელებს, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა. ვიცი, ვგრძნობ, რომ ორად გხლეჩთ კითხვა – რატომ დაბრუნდა ის, რატომ ჩაუვარდა ნებაყოფლობით ხელში მათ, ვინც ის უკვე ერთხელ მოკლა. რა საჭირო იყო ასეთი თავგანწირვა, ხომ შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, საკუთარი თავით და ოჯახით ყოფილიყო დაკავებულიყო, ხომ შეეძლო, არ გამოსულიყო, არ ებრძოლა. მაგრამ მას არ შეეძლო. ალექსეის სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა რუსეთი, უყვარდა ჩვენი ქვეყანა, მას სჯეროდა თქვენი, სჯეროდა ჩვენი მომავლის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ უკეთესს.

სიტყვებით კი არა, საქმით სჯეროდა. იმდენად ღრმად და წრფელად, რომ მზად იყო, ამისათვის სიცოცხლე დაეთმო. მისი უზარმაზარი სიყვარული გვეყოფა, რომ განვაგრძოთ მისი საქმე, იმდენ ხანს, რამდენიც დაგვჭირდება, ისევე მამაცურად, როგორც ამას ალექსეი აკეთებდა. ყველა ფიქრობს ახლა, სად იპოვონ ძალა, როგორ გაგრძელდეს შემდეგ, აი, სად მოვიპოვებთ ძალას – მის მეხსიერებაში, მის იდეებში, მის ფიქრებში, მის რწმენაში ჩვენს მიმართ. მე ჩემს ძალებს ამაში ვიპოვი.

ალექსეის მოკვლით პუტინმა მოკლა ჩემი ნახევარი, ჩემი გულის და სულის ნახევარი, მაგრამ ჩემთან დარჩა მეორე ნახევარი და ის მკარნახობს, რომ არ მაქვს დანებების უფლება. მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და მოგიწოდებთ, რომ დადგეთ ჩემს გვერდით. გთხოვთ, გაიყოთ ჩემთან ერთად სიბრაზე, სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. მე მოგმართავთ თქვენ ალექსეის სიტყვებით – არ არის სირცხვილი, გააკეთო ცოტა, სირცხვილია, არაფრის გაკეთება. სირცხვილია, მივცეთ უფლება, რომ დაგვაშინონ.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ თავებს დავუბრუნოთ.

რუსეთი – თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი მომავლის რუსეთი, რომელზეც ასე ოცნებობდა ჩემი მეუღლე. მე მინდა ვიცხოვრო ასეთ რუსეთში, მე მინდა, რომ აქ იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. მინდა, რომ თქვენთან ერთად ავაშენო ისეთი რუსეთი, როგორიც ალექსეის წარმოედგინა. მხოლოდ ასე და არა სხვანაირად, ის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო, შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი. იბრძოლეთ და არ დანებდეთ, მე არ მეშინია და თქვენც არაფრის გეშინოდეთ“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში.

„ფორმულა“

თეგები: ალექსეი ნავალნიიულია ნავალნი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved