• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პუტინმა ეს პირველად აღიარა!“ – ჯუმბერ კირვალიძე

ალია ავტორი - ალია
21:53 02-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ირინე გოგოსაშვილი

მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით, „ალიას“ საინტერესო მოსაზრებას უზიარებს პოლიტოლოგი ჯუბერ კირვალიძე:

– ეს შეხვედრა  6 საათს გაგრძელდა! ამის შემდეგ, ორივემ პრეს-კონფერენციაზე ფრანგი და რუსი ჟურნალისტების მიერ დასმულ რამოდენიმე შეკითხვას უპასუხა. პუტინის პასუხების მიხედვით, აშკარად გამოჩნდა, რომ არსებული მწვავე კრიზისი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომელშიც რამოდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა და რომლებიც მოცემულია რუსეთის მიერ აშშ-ის და ნატო-ს მიმართ გაგზავნილ დოკუმენტებში, უმთავრესი გახლავთ – ყირიმის საკითხი, – რომლის გარშემოც “აწყობილია” ყველა სხვა საკითხი და “მოთხოვნები” (ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით, ნატო-ს 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნება, შეტევითი შეიარაღების არ განთავსება და კონტროლი აღმოსავლეთ ევროპაში და ა.შ. ) მათ შორის, აბსურდული მოთხოვნები, რომლებიც თვითონ რუსეთმაც კარგად იცის, რომ შეუსრულებადია!!! კრემლში, გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა, რომელიც შესამჩნევად გაღიზიანებული იყო და ამის დაფარვას ცდილობდა უკრაინის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების ცინიკურად მოხსენიებით, შეიძლება ითქვას, რომ პირველად საჯაროდ აღიარა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო პოტენციალის უპირატესობა რუსეთთან შედარებით! თუმცა, გამოცდილი შანტაჟისტისთვის დამახასიათებელი ნიშნისმოგებით იქვე დასძინა, რომ – რუსეთი ბირთვული ზესახელმწიფოა და დასავლეთთან ომის შემთხვევაში გამარჯვებულები არ იქნებიან!.. აი, სიტყვა-სიტყვით პუტინის პასუხის ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე, ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით! – პუტინი: „რატომ არის საშიში უკრაინის შესაძლებელი მიღება ნატო-ში? იმიტომ, რომ არსებობს პრობლემა… აი, ევროპის სახელმწიფოები, მათ შორის, საფრანგეთი, მიიჩნევენ, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, ჩვენ ვთვლით, რომ ყირიმი არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი! და, თუ იქნება მცდელობა სამხედრო გზით ამ სიტუაციის შეცვლის, რომელიც უკრაინის ოფიციალურ დოკემენტებში დოქტრინის სახით არის ჩაწერილი, სადაც რუსეთის ფედერაცია – მოწინააღმდეგედ არის წარმოდგენილი,

იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას შეეცდება! წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს უკრაინა არის ნატო-ს წევრი და ნატო-ს დოქტრინის მე-5 სტატია არ არის გაუქმებული, რომლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მე-5 სტატია არის აბსოლუტური იმპერატივი და იგი შესრულდება! ეს ნიშნავს, რომ წარმოიშვება სამხედრო კონფრონტაცია რუსეთსა და ნატო-ს შორის! ამასწინათ, გამართული პრეს-კონფერენციის დროს მე დავსვი კითხვა:„ჩვენ რა, ვიომოთ ნატო-სთან”? – დღეს კი, მინდა გკითხოთ, რადგან არსებობს ამ კითხვის მეორე მხარე: „თქვენ, გინდათ იომოთ რუსეთთან”? – კითხეთ საფრანგეთის მოქალაქეებს:”მათ უნდათ, რომ საფრანგეთმა იომოს რუსეთთან”? – ეს ხომ, ასეც მოხდება… თქვენ, გესმით თუ არა, რომ, თუ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და სამხედრო გზით შეეცდება ყირიმის თავისთან უკან დაბრუნებას, ნატო-ს წევრი ევროპის სახელმწიფოები ავტომატურად აღმოჩნდებიან ჩათრეული რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში! რა თქმა უნდა, რომ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციაში გაერთიანებული წევრების პოტენციალს – რუსეთი ვერ შეედრება! ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ, ჩვენ ასევე ვიცით ის, რომ რუსეთი – ერთ-ერთი წამყვანი ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთ თანამედროვე სამხედრო კომპონენტში, სხვებს უსწრებს! ამიტომ, დაპირისპირების შემთხვევაში, გამარჯვებულები არ იქნებიან, და თქვენ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდებით ჩათრეულები ამ კონფლიქტში! თქვენ, „თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ”, როცა დაიწყება რომის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ამოქმედება”!

თეგები: ჯუმბერ კირვალიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved