უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს:
“ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში.
ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო ვალდებულება იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება”
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი აცხადებდა, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ჯარი იარაღს დაყრიდა.
პუტინი კი უკრაინულ არმიას მოუწოდებდა დაემხოთ უკრაინის მთავრობა და ამბობდა: “თქვენთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ამ ნარკომანებთან და ნეონაცისტებთან.”
“თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან, კონტაქტი შესაძლებელია” – ლავროვი
“ნარკომანები და ნეონაცისტები” – პუტინი ამტკიცებს, რომ 2 დღეა რუს ჯარს “ნარკომანები” იგერიებენ














კომენტარები