• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინმა ამერიკელების ავღანეთიდან გასვლა არასწორად შეაფასა – ახლა პუტინი ორ ცეცხლს შუაა და მძიმე არჩევანი უნდა გააკეთოს” – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:22 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“მე მაინც მგონია, რომ მთელი ამ ამბის თავიდათავი პუტინის არასწორი გათვლაა (miscalculation), რომელმაც ამერიკელების ავღანეთიდან გასვლა გლობალურ მასშტაბში არაერთიანი დასავლეთის გარდაუვალ დაღმასვლად შეაფასა და გადაწყვიტა, რომ იდეალური დროა იქით შესატევად.

ამაში თავისი წვლილი ალბათ მისმა ასაკმა და კოვიდის გამო ორწლიან იზოლაციაში (მაქსიმალურადაა შემცირებული იმ ადამიანთა წრე, ვისაც მასთან წვდომა აქვთ) ყოფნამაც შეიტანა.

რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებზე მიყრა, მუქარები და დასავლეთისთვის ყოვლად მიუღებელი ულტიმატუმების წაყენება ამ არასწორი კალკულაციის ნაწილია.

მაგრამ მოხდა პირიქით. დასავლეთმა არამხოლოდ აქამდე არნახული ერთიანობა და წინააღმდეგობა აჩვენა (მხოლოდ გერმანიამ აითრია ფეხი), არამედ მაქსიმალურად (მათ შორის, კიევის სერიოზული შეიარაღებითაც) გვერდში დაუდგა უკრაინას.

ახლა პუტინი ორ ცეცხლს შუაა და მძიმე არჩევანი უნდა გააკეთოს:

1) შეიჭრას უკრაინაში, რითაც მიიღებს “სლავურ ავღანეთსა” და უმკაცრეს დასავლურ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლის პერსპექტივით;

2) უკან დაიხიოს (არ დაიწყოს ომი) და დაკარგოს სახე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ.

ჭადრაკში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შეტევაში ისე გალაღდება და ღრმად შეტოპავს, რომ უცებ აღმოჩნდება გარდაუვალი მარცხის წინაშე, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია.

ასეთ მდგომარეობაშია დღეს პუტინი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო, რომელსაც არსადაც არ ეჩქარება, მშვიდად და გაწონასწორებულად ელოდება, თუ რომელ არასწორ სვლას აარჩევს იგი.

ველოდებით ჩვენც.

აბა შენ იცი, ვალოდია”

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved