• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

პუტინის ურდო ჩვენ მიწას თავისი ჯარისკაცების ცხედრებით ფარავს – სვიატოსლავ პალამარი

ალია ავტორი - ალია
13:48 03-23-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
291

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი გუშინდელ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვის რაზმმა ერთი რუსული კატერი თავის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა, ასევე ჩამოაგდეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და თვითმფრინავი. 

მისი თქმით, მარიუპოლში ისევ მძიმე შეტაკებებია და პუტინიზმის საუკეთესო გამოვლინება სწორედ ისაა, რომ რუსები საკუთარი ჯარისკაცების გადასვენებასაც კი არ აპირებენ:

“გუშინ აზოვის რაზმმა ერთი რუსული კატერი თავის ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა, დღეს აზოვის 36-ე ბრიგადის მებრძოლმა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი და თვითმფრინავი ჩამოაგდო, ასევე, გაანადგურეს 2 ტანკი და მტრის ქვეითი რაზმი. მარიუპოლში მძიმე შეტაკებებია.

პუტინის ურდო ჩვენ მიწას თავისი ჯარისკაცების ცხედრებით ფარავს და მათ გადასვენებას არც კი აპირებს, ეს არის პუტინიზმი და მისი საუკეთესო გამოვლინებები. მტერი, რომელსაც მარიუპოლში შესვლის და აღების შესაძლებლობა არ აქვს ქალაქს ჭურვებით და რაკეტებით ბომბავს, ანადგურებს შენობებს და ადამიანებს ტანკებიდან ესვრიან, იყენებს არტილერიას და საზღვაო ფლოტს”, – თქვა მან.

რუსი ოკუპანტები თავხედურად და უმოწყალოდ კლავენ უკრაინის მოქალაქეებს. ამბობს ის.  პალამარი მსოფლიო საზოგადოებასაც მიმართავს:

“მშვიდად როგორ გძინავთ, მას შემდეგ რაც ხალხი შიშით ვერ იძინებს, ან იმ სტეიკს როგორ ჭამთ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სასმელი წყლისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები, ან ის ღვინო რომელ წელს არის ჩამოსხმული, რომელსაც სვამთ, იცოდეთ, რომ თუ დღეს უკრაინა მედგრად ვერ დადგება, თუ დღეს უკრაინელები ვერ დავიცავთ სამშობლოს, ხვალ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდებით თქვენც და თქვენი მოქალაქეებიც”.

მისი განცხადებით, ბოლომდე იბრძოლებენ, მანამ სანამ ამის ძალა შესწევთ.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved