• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის სიძე – იგორ ზელენსკი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში სწავლობდა

ალია ავტორი - ალია
21:07 05-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

თავდაპირველად  Dailymail-ი გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ზე დაყრდნობით  გაავრცელა ინფორმაცია, იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილს, კატერინა ტიხონოვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოგვარე მეუღლე ყავს. 

მოგვიანებით კი, იგორ ზელენსკიზე შემდეგი დეტალები გახდა ცნობილი:

– უკრაინაში შეჭრის გამო, პუტინის 35 წლის ქალიშვილის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მისი რეგულარული ფრენები მოსკოვიდან მიუნხენში შეაჩერა.

მისი ახალი პარტნიორი, რომელთანაც ორი წლის ქალიშვილი ჰყავს, 52 წლის იგორ ზელენსკია – ცნობილი ბალეტმაისტერი, რომელიც ომის დაწყებამდე გერმანიაში ბავარიის სახელმწიფო ბალეტს ხელმძღვანელობდა.

ცნობილია ისიც, რომ კატერინა ტიხონოვა მანამდე, ყველაზე ახალგაზრდა რუს მილიარდერზე, 40 წლის კირილ შამალოვზე იყო დაქორწინებული.

ისინი 2017 წელს დაშორდნენ,როგორც ჩანს ,პუტინის უმცროსმა ქალიშვილმა ურთიერთობა ამის შემდეგ დაიწყო ბალეტის ვარსკვლავთან, რომელიც მანამდე, ასევე, დაქორწინებული იყო ქორეოგრაფ იანა სერებრიაკოვასთან. ზელენსკის წინა ქორწინებიდან ორი ქალიშვილი და ვაჟი დარჩა.

პუტინის ქალიშვილი ხშირად მიემგზავრება მიუნხენში სახელმწიფოს სრული მხარდაჭერითა და დაცვით, რათა თავის პარტნიორთან დრო გაატაროს. 2022 წლის დასაწყისში და უკრაინის ომამდე, როგორც ჩანს, იგი გერმანიაში იგორ ზელენსკისთან ერთად ცხოვრობდა.

გერმანული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ ორი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2019 წლამდე, პატარა გოგონას დედას რამდენჯერმე მოუწია მოსკოვიდან მიუნხენში და მიუნხენიდან მოსკოვში ჩაფრენა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა ფრენების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც ტიხონოვა, ზელენსკი, ბავშვი, ძიძები და დაცვის თანამშრომლები იყვნენ მოხსენიებული. დადგინდა, რომ ორი წლის განმავლობაში პუტინის ქალიშვილი 50-ზე მეტჯერ გაფრინდა მიუნხენში, სადაც ზელენსკი მუშაობდა.

ზელენსკიმ, რომელიც წარმოშობით რუსია, მაგრამ ქართული ფესვები აქვს, გასულ თვეში დატოვა ბავარიის სახელმწიფო ბალეტი, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში პუტინის სისხლიანი ომის დაგმობაზე უარი თქვა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ როდესაც Der Spiegel-ის წყაროს ბავარიის ბალეტში მისი ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ ჰკითხეს, მან მაშინვე უპასუხა, რომ ზელენსკი სავარაუდოდ, პუტინის ქალიშვილის პარტნიორი იყო.

2019 წლის ბოლოს კატერინა ტიხონოვას, როგორც ჩანს, მობეზრდა მიუნხენში გამუდმებული ფრენა და გადაწყვიტა, პარტნიორთან გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს პუტინის ქალიშვილის მცველის ალექსეი სკრიპჩაკის არქივის ერთ-ერთი წერილი.

წერილში ტიხონოვას პარტნიორი ზელენსკი აღწერილია, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბალეტის მოცეკვავე, სანკტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრისა და ნიუ-იორკის საბალეტო კომპანიის ვარსკვლავი.

იგორ ზელენსკი 1969 წელს კრასნოდარში დაიბადა, სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში.

2016 წელს, მიუნხენში თანამდებობის დაკავებამდე და პუტინის ქალიშვილთან ურთიერთობის დაწყებამდე, მან კომენტარი გააკეთა პუტინის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ საომარ მოქმედებებზე.

„პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და დამშვიდდნენ. ხელოვნება გადაარჩენს მსოფლიოს”, – განაცხადა იგორ ზელენსკიმ. 

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ მას მოსკოვში მაღალი დონის მფარველები ჰყავდა, მაგრამ პუტინის ოჯახს ახლა იგი პირველად დაუკავშირეს.

ბავარიის სახელმწიფო ოპერის მმართველმა დირექტორმა სერჟ დორნიმ განაცხადა, რომ ზელენსკის გერმანული ბალეტიდან წასვლა უკრაინის ომს უკავშირდებოდა.

„მას რამდენჯერმე ვესაუბრე და მე მივიყვანე იმ დასკვნამდე, რომ უნდა წასულიყო. მას ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია“, – აღნიშნა დორნიმ. 

ტიხონოვა, რომელიც პუტინს ყოფილი ცოლისგან ლუდმილა ოჩერეტნაიასგან ჰყავს, დაიბადა მაშინ, როცა მამამისი გერმანიაში „კაგებე“-ს ჯაშუში იყო.

მისი უფროსი და მარია ვორონცოვა დაიბადა 1985 წელს, არის ენდოკრინოლოგი და სამედიცინო კომპანიის თანამფლობელი. 1986 წელს დაბადებული ტიხონოვა აკადემიასა და ბიზნესშია. ის, ასევე, ნიჭიერი მოცეკვავეა და მონაწილეობდა საერთაშორისო როკენროლის კონკურსებში.

ტიხონოვას, ასევე, ჰყავს 19 წლის ნახევარდა ლუიზა როზოვა პუტინის ყოფილი საყვარლის, დამლაგებლის, რომელიც მოგვიანებით მულტიმილიონერი გახდა, 45 წლის სვეტლანა კრივონოგიხის ქალიშვილი. კრივონოგიხი ახლა მსხვილი რუსული ბანკის ერთ-ერთი მეწილეა, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი, რომლის ფინანსური და ქონებრივი სიმდიდრე დაახლოებით 90 მილიონი დოლარია.

თეგები: იგორ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved