• რეკლამა
  • კონტაქტი
12:50, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით, ჯო ბაიდენმა პირადად დაადო ვეტო უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას – The Wall Street Journal

ალია ავტორი - ალია
22:22 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

უკრაინისათვის პოლონური MiG-29-ის მიწოდებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პირადად დაადო ვეტო უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პროვოცირება არ მოეხდინა.

„როგორც ჩანს, ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ლეტალური საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გაგზავნა არ გამოიწვევს რუსეთის პროვოცირებას, თუმცა 28 საბრძოლო თვითმფრინავის გაგზავნა – გამოიწვევს. ეს განსხვავება რთულად გასაანალიზებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პენტაგონი ასევე ამბობს, რომ უკრაინელებს არ სჭირდებათ თვითმფრინავები, რადგან მათი სხვა იარაღი უფრო ეფექტურია. ასე რომ, ნაკლებად ლეტალური თვითმფრინავის გაგზავნა გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ არა იმ იარაღის, რომელიც მართლაც ლეტალურია?“ – წერს გაზეთი სარედაქციო სტატიაში.

გაზეთი The Wall Street Journal-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დიდი პრობლემაა და პუტინს ნატოს შესახებ გარკვეულ სიგნალს უგზავნის.

„საიმედო შეკავების არსი ის არის, რომ მოწინააღმდეგემ უნდა დაიჯეროს, რომ მისი გარკვეული ქმედებები რეაგირებას გამოიწვევს. როდესაც თვითმფრინავებს დემონსტრატიულად არ აგზავნი და აცხადებ, რომ ამის მიზეზი ესკალაციისადმი შიშია, ამით ბაიდენი პუტინს ეუბნება, რის გამო არ უნდა ინერვიულოს მან. პუტინის შეკავების ნაცვლად ბაიდენი რუსებს აშშ-ის შეკავების საშუალებას აძლევს. პუტინმა იცის, რას არ გააკეთებს ნატო მის შესაჩერებლად“, – წერია სტატიაში.

„იმედინიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved