ექიმი, ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი სატელევიზიო გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის სულით ავადმყოფი არ არის, თუმცა, უყვარს საკუთარი თავი.
“მას აქვს ანომალიური ხასიათი, რომელსაც ადრე ფსიქოპათიას ეძახდნენ” – აცხადებს ფსიქიატრი.
მისი თქმით, პუტინის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია, მაგრამ მნიშვნელოვანი არა ის თუ რა ხდება პუტინის თავში, არამედ, რა ხდება მილიონობით რუსის თავში, რომელიც თავს აიგივებს პუტინთან.
“ეს სცდება ფსიქიატრიის ფარგლებს, ეს უფრო ფილოსოფოსების, სოციოლოგების და ასეთი სპეციალობების ხალხის საკვლევია. პუტინი ბევრ რამეზეა წამსვლელი” – აცხადებს ჭეიშვილი.
კომენტარები