• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის – მედია

ალია ავტორი - ალია
10:52 12-24-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

„საჯაროდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განცხადებას აკეთებს, რომ მზადაა ომი განუსაზღვრელი ვადით განაგრძოს. მაგრამ სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით ის დასავლეთს მიანიშნებს, რომ მას სურს სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე დადება“, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ამერიკულმა გამოცემამ ინფორმაცია კრემლთან დაახლოებული ორი ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ანონიმური საუბრების დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის წყაროების თქმით, პუტინმა შუამავლების საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, შეწყვიტოს ცეცხლი და „გაყინოს“ საომარი მოქმედებები დღევანდელ საზღვრებში.

„ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. მზად არიან დარჩნენ იქ, სადაც ახლა არიან“, – ანონიმურად განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ შემოდგომაზე მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებს შეხვდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პუტინი ასეთი წინადადებით 2022 წლის შემოდგომაზეც გამოდიოდა, როდესაც უკრაინელებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქში ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნეს.

მათი განცხადებით, პუტინი ნათლად მიანიშნებდა, რომ მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს, თუ რუსეთი დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პუტინი სარგებლობს გაჭიანურებული ომით და სურს გადადოს ნებისმიერი მოლაპარაკება 2024 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებამდე. მაგრამ ყოფილი რუსი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ პუტინი რეალურად ამჯობინებს შეთანხმებას უფრო ადრე.

ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე ხედავენ ცვლილებებს პუტინის პოზიციაში, რომელიც აღარ ითხოვს კიევში არსებული ხელისუფლების გადაყენებას. პუტინის წინადადების მიღების შემთხვევაში უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენულ სახელმწიფოს, თუმცა რუსეთის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20% იქნება.

გარდა ამისა, დასავლეთში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ეს მხოლოდ პუტინს აძლევს დროს ხელახლა შეიარაღებისთვის მომავალი ახალი თავდასხმისთვის.

„მათ (რუსებს) არასოდეს შეუსრულებიათ არანაირი შეთანხმება. დაარღვიეს ისინი, როგორც კი დაინახეს, რომ ეს შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა და აღნიშნა, რომ პუტინი „იმპერიის აღდგენაზე“ ოცნებობს.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი, ასევე, ამბობს, რომ კრემლის სიგნალები, რომ ის მზად არის შეთანხმებისთვის, შეიძლება იყოს მხოლოდ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არა კომპრომისზე წასვლის სურვილის ნიშანი. ყოფილი რუსი ოფიციალური პირები დასძენენ, რომ პუტინმა, შესაძლოა, გადაიფიქროს და მიატოვოს შეთანხმება, თუ რუსული ძალები ფრონტზე მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved