• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინი გაცოფდა და ყველა ძალებით ყველგან შეტევა გამოაცხადა, ამას ქვია “ჯარის შეკვლა” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
07:39 02-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

პროგრამისტი, კიბორგას თარგმანები-ს დამფუძნებელი, უჩა აბაშიძე:

“ომი უკრაინისთვის, მესამე დღე
მესამე დღე ძალიან უცნაური გამოდგა
კიევისკენ მიმავალი რუსული კოლონები, წინა ორი დღის მანძილზე მუდმივი მოძრაობის ფონზე, შეყოვნდნენ, დაიფანტნენ, ზოგჯერ დაიბომბნენ (თურმე), ზოგან წინააღმდეგობას შეხვდნენ პატარას და გადაუხვიეს და დაიკარგნენ(თურმე)
და აღმოჩნდა, რომ მესამე დღისთვის კიევთან დამრტყმელი ძალა ვერ მოგროვდა, ამიტომ გაჩერდნენ მანამდე და დაიწყეს მოგროვება
შედეგად კიევს მიეცა ამოსუნთქვის და მომზადების საშუალება
ძალიან კარგი იყო დანახვა, რომ მართლაც – რუსებს უამრავი ლოჯისტიკური პრობლემა შეექმნათ, რის გამოც ძლივს გაახილა უკრაინის მთავრობამ თვალი და გამოსცა მოწოდება:
ნაცვლად საბრძოლო კოლონებისა (რომლებიც შეჯავშნულია და ქვეითი ჯარი მოჰყვება ჯავშან-მანქანებში)
მომარაგების კოლონები შეაჩერეთო, რომლებიც სატვირთოებია და ან არავინ იცავს, ან მინიმალური შენაერთი რამე, თანაც ყველაზე სუსტ და ცუდ ჯარისკაცებს უშვებენ რუსები კოლონის დასაცავად, ითვლება რო იმათ ომი მაინც არ მოუწევთ
მესამე დღეს გამოჩნდა რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საჰაერო თავდაცვა და ცაში რუსები მშვიდად არ უნდა იყვნენ
ის კი არა, რომ იერიშს ვერ მიიტანენ თუ მაინდამაინც რაიმეს განადგურება უნდათ, მარა მშვიდად ვერ იქნებიან და ამიტომ 7-ჯერ უნდა დაფიქრდნენ უღირთ თუ არა სანამ საბრძოლო გაფრენაზე წავლენ(და ზოგი ვინც მიდის, უკან ვეღარ უბრუნდებათ აეროდრომზე)
ცუდი მოხდა ის რო პუტინი გაცოფდა და ყველა ძალებით ყველგან შეტევა გამოაცხადა, ვინც სადაც არის – იქვე იპოვეთ მიზნები და თავს დაესხითო
რაც ცუდად მოუბრუნდება, როგორც ის მთავრდებოდა ცუდად ჰიტლლერი რო ერეოდა გენერლების საქმეებში, ამას ქვია “ჯარის შეკვლა” – თუ ვერ მიაღწიეს ლოკალურ წარმატებებს (და რომც მიაღწიონ, თუ დანაკარგებით მიაღწიეს) რამდენიმე დღეში დადგება მომენტი როცა შესაკლავი უბრალოდ აღარავინ ეყოლება
(ანუ ფიზიკურად როგორ არ, მაგრამ შეტევას სჭირდება ორგანიზებული ერთეული და საბრძოლო ერთეული რომელმაც 20% დაკარგა დაჭრილებად ან დაღუპულებად – აღარ არის საბრძოლო ერთეული სანამ არ მოხდება შევსება, დასვენება, გადამზადება)
უმძიმესი დღე იქნება დღეს (უნდა ყოფილიყო გუშინ, მარა “გადაიწია” – რუსები ვერ გამოცხადნენ ბრძოლის ველზე და ბევრი პაწერიაშკინი გახდა, რომლებიდანაც ბევრი ეხლა ტყეებშია გაქცეული და მერე ან გაყინულს იპოვიან, ან გამოვა – მშიაო)
მთავარი რაც შეიცვალა არის ლოკალური შეტევები, ცალკეულ ქალაქებზე, რომლებსაც არ აქვთ გაძლიერების საშუალება და უნდა დაიცვან თავი იმ ძალებით რაც ჰყავთ
(ან არ ჰყავთ, გაირკვა რო ზოგან არის ჯარი, მართლაც, და ზოგი ქალაქი არა სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ჩაითვალა და მარტო ტერიტორიული დაცვის სარეზერვო ნაწილების იმედად არიან)
ზოგადად ქალაქები სადაც ჯარი არის – ელოდება რუსების უშუალოდ ქალაქში შესვლას, უშუალოდ შუაგულში, ქუჩებზე
და მანდ ხდება ცუდი კაზუსი: ქალაქის მერი ეხვეწება საკუთარ ჯარს – გადითო, თქვენს გამო დავიბომბებითო, რაც სიმართლეა და რისი გაგებაც შეიძლება, მარა მეორეს მხრივ ჯარი რომელიც ქალაქიდან გავა – დაკარგავს მისი სიცოცხლის უნარიონობის 70%-80%-ს, იმიტომ რომ ქალაქში დაცვის შემთხვევაში რუსებს არ ჰქონდათ შანსი და ქალაქის გარეთ უკრაინულ ჯარს აქვს ძაან ცოტა შანსები (ქალაქი თანამედროვე გაგებით ციხესიმაგრეა, პირდაპირ ასე უნდა დაინახოთ – ციხესიმაგრეში ყოფნა 21-ე საუკუნეში არის ქალაქში ყოფნა)
ეს მოლოტოვის კოქტეილები და მზადება კარგია, ზრდის ერთიან სულისკვეთებას და შეგრძნებას რო არ გავიქცევით
მარა როცა მართლა მოადგებიან ტანკები ქალაქს და როცა სახლებს სადაც ბავშვები არიან – მოხვდებათ ჭურვები, ბევრი მიხვდება რო ამ მომენტიდან – და სანამ შენი შვილის ყოველწამიერი ხიფათი მორჩება, იმდენი დრო გავა, იმდენი ბავშვი მართლა მოკვდება რო – ხო არ ჯობია ჩავბარდეთო? – გავიდეს ჯარი გარეთ და იომონ იქ თუ რამე შეუძლიათო, ჩემი შვილი რატომ გახდა ფრონტის ხაზი უცებო
და სრულიად შეიძლება ყველას გაგება ვინც ასე იფიქრებს, ომში უნდა ომობდნენ ზრდასრული ჯარისკაცები და არა უდანაშაულო ბავშვები
ანუ დღეს იქნება ეგ – რომელი ქალაქი ჩაბარდება, რომელი ქალაქი ევაკუირდება (შეიძლება ესეც მოხდეს, ქალაქები სადაც ბევრი ჯარი დგას, პირიქით – ჯარი მოითხოვს მოსახლეობისგან თქვენ გადითო და კორიდორს მოითხოვენ და გაიყვანენ მოსახლეობას გარეთ, დროებით… და ეს დროებით შეიძლება ბევრი დღეები იყოს)
და რომელი ქალაქი გამოაცხადებს რო ფეხს არ მოვიცვლითო და დააყენებენ რუსებს არჩევანის წინაშე, ყოველი გასროლისას, გაიაზრონ რო ბავშვებს კლავენ
(ზოგადად დამცველებისთვის ეგ აუცილებლად გაპრობლემდება – ყველა წამს იაზრებ რო დედების და ბავშვების უკან იმალები)
ამიტომ შესაძლოა ჯობდეს ლოკალური ევაკუაციები, 1-2 უბნის გამოყოფა სადაც ჯარი იქნება და რუსების ღიად ინფორმირება – სად არიან ჯარი და სად მხოლოდ სამოქალაქოები
(ეს ყველაფერი რასაც ავღწერ მომხდარა მილიონჯერ სხვადასხვა ომისას, როგორც წესი ჯარი ტოვებს ხოლმე ქალაქის ისტორიულ და კულტურულად ფასეულ ნაწილს, აწვდის ამის შესახებ ინფორმაციას მტერსაც და არა-საბრძოლო ზონა ხდება ქალაქის ეს ნაწილი, სადაც მერე ისევ ჯარი, უშვებს სამოქალაქოებს იმ უბნიდან რომელშიც გამაგრდება, რო წადით იქ, ცენტრში და დროებით იქ იცხოვრეთ სადმე, სკოლებში, მეტროში და ა.შ.)
დღეს მოკლედ მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობას შევახსენოთ – რო აგრესორია ყველაფერში დამნაშავე, ყველა დისკომფორტი მისი ბრალია და საკუთარ მერს და საკუთარ ჯარს არ უნდა ემდუროდე გადაწყვეტილებისთვის გაწიონ წინააღმდეგობა.
ეს ყველაფერი საჭირო არ იქნებოდა – რომ არა მტერი რომელიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად დაგესხა თავს
ა, და მთავარი რასაც ხაზი მინდა გავუსვა:
ჩვენც და უკრაინელებსაც ცუდი რამე დაგვემართა ჩვენსავე თავებში, გახსოვთ კორონა ვირუსის დასაწყისში რო გვეგონა რო “აი ერთი კვირაც და მორჩება” ?
ეგ ხდება ეხლა, ყველამ თავის თავს შეუქმნა შეგრძნება რო “აი ერთი ორი დღეც და მორჩება” და ვზეიმობთ ყოველ მომდევნო დღეს – ისეთი განწობით რო “აი ხვალაც და…”
არა, არასწორად ვიაზრებთ
სამი დღე უკრაინას უნდა გაეძლო იმიტომ – რო გაეძლო 1 კვირა, 1 კვირა დასვენება კი არა, 1 კვირა ომი
აწი სუ იქნება ომი, უნდა ეს იგრძნონ მოსახლეობამაც და ჩვენც (რაც უფრო “სუ ომზე” დათნხმდებიან მენტალურად, უფრო მოკლე ომი იქნება სინამდვილეში, უფრო მალე მოიგებენ)
“მიზანი” იყო იმაში რო ერთ დღეში არ მორჩენილიყო, მიზანი იყო რო პირველ, ყველაზე მოუმზადებელ დღეს არ ჩამოქცეულიყო შოკისგან
დღეს როგორ არის იცით? – კიდევ 3-4 დღე უკრაინა კონტრ-შეტევებზე ვერ გადავა, ვერაფრის დაბრუნებას ვერ დაიწყებს ანუ, კიდევ 3-4 დღე სრულ “ალყაში” უნდა იჯდნენ და კბილებით იომონ დაცვაში
ყველაზე მძიმე საბრძოლო დღეები წინ არის – უბრალოდ უკრაინა არ დაეცა და მზად ხვდება ამ ბრძოლებს, ბევრად მზად – ვიდრე პირველ დღეს იყო
მეტი არაფერი შეიცვალა, არაფერი იქნება კარგად “ხვალ”
არა, ნუ უქმნით ამ მოლოდინს ნურც საკუთარ თავს, ნურც უკრაინელებს
მაგრამ, 3 დღის წინ რო გეთქვათ, რომ ერთი კვირის თავზე – “რეალურად” მოგვეჩვენება გარკვეულ მიზნებზე უკრაინამ კონტრ-შეტევები აწარმოოს, რუსეთის რეგულარული არმიის ერთ კვირიანი შეტევის მერე, მე გიჟს დაგიძახებდით
და დღეს ეს რეალურად გამოიყურება, რეალურად, ლოგიკური ჯაჭვი არსებობს მოვლენებისა – დღეიდან, 4 დღის მერე – როგორ მივიდეთ იმ რეალობამდე რო უკრაინამ პატარა შეტევები დაიწყოს, ლოკალური და შეზღუდული მარა მაინც
ეს “ხაფანგი” სჭირს ჩვენს ტვინს, ჩვენც გვინდა რო “ნორმალურ ცხოვრებას” დავუბრუნდეთ და გვინდა რო “მორჩეს, აი ხვალ ზეგ და მერე მორჩეს!”
არა, მთელი ეს ამხელა წნეხის გაძლება პირველ დღეებში, უკრაინის საბოლოო გამარჯვებისთვის იყო და არა იმისთვის რო “რაც შეიძლება მალე მორჩეს”
იმისთვის არის რო პუტინის რუსეთი მორჩეს რაც შეიძლება მალე, მარა ომი 3 დღეში ვერ მორჩება, ეს არ იყო მოლოდინი, შეახსენეთ თქვენს თავებს
3 დღეში უკრაინის ომის მორჩენის ერთადერთი გზა იყო უკრაინა დანებებულიყო
ოცნება, მიზანი, ეგ გვაქვს – რო 2 კვირა შეძლოს იომოს უკრაინამ, ერთი კვირის ან ათი დღის თავზე უკვე რუსეთი დაიწყებს ფიქრს იმაზე რანაირად მოვრჩეთო
საჭიროა რო ეს იგრძნოთ, რო იმედგაცრუება კი არ გქონდეთ იმაზე რო ზეგ ისევ ომი იქნება კიევში
(თქვენც და უკრაინელებსაც, ყველა კონტაქტში ვართ და ყველა რაღაცა ინფორმაციის და ენერგიის ნამცეცებს ვაწვდით და იმეორებენ ისინიც ბოლოს საერთო შეგრძნებას, გადაბმულია პლანეტა, ინტერნეტმა ამის საშუალება მოგვცა, პირველად ისტორიის მანძილზე – რას გრძნობ შენ აქ – მართლა მივა იქ, დამცველებამდე, ნამცეცებად – მარა მივა)
პირიქით – შეგულიანებას გრძნობდეთ – რო აი მეხუთე დღეა, და ისევ ვიბრძვით!
ვინ იფიქრებდა!
რუსეთის წინააღმდეგ ბიჭო, მთელი რუსეთის მთელი რეგულარული არმიის, მთელი არტილერიების და უბედურებების რაც აქვთ – მე-5 დღეა ვიბრძვით! (ჯერ მეოთხეა, გახსენებთ)
და აი მე-8 ან მე-10 დღეს რო იქნება “რუსეთის დაკავებულ ბლოკპოსტს ვუტევთ” – აი მერე ნახეთ ეგ გრძნობა
(შეიძლება ცოტა ვაბუქებ, მარა სპეციალურად, იმიტო რო ეხლა ძალიან დიდი მოლოდინია, და ეგრევე კორონა ვირუსის დასაწყისი გამახსენდა – გეგონება ხვალიდან მორჩა, გაიხსნება ცა და გამოანათებს მზე.
არა – უბრალოდ დღეს იქნება სეტყვა, და ხვალ სეტყვა აღარ იყოს იქნებ, სუ ეს არი ამ ეტაპზე ოცნების პიკი)
უკრაინის ჯარმა დაამტკიცა, რო რუსეთის წინააღმდეგ ომი შეიძლება
უკრაინის ხალხმა დაამტკიცა, რო თავდადება შეუძლიათ
(მართალია ბევრ ქალაქში, თანაც ზუსტად იმ ქალაქში სადაც აქამდე ომი დიდად არ ჩასულა – ხალხი ბევრად ნაკლებად მედგრად არი, ჯერ ისევ გადასატანი აქვთ პირველი შოკი და იმიტომ. ესეც ფაქტორია, მაშინ როცა ზოგი ქალაქი მესამე დღეა კბილებით დგას მუდმივი დაბომბვების ქვეშ, არის ქალაქები რომლებმაც პირველი რუსი ჯარისკაცი დაინახეს და პანიკა დაიწყო, დალაგდება ეგეც მარა მანდაც შეიძლება მიხმარება კონტაქტისას – რო ხალხო, დაწყნარდით, მასეა ხარკოვი – ფანჯრებს უცხრილავს რუსის ჯარი მესამე დღეა, უნდა გაუძლოთ)
“დროის მოგება” იმაში არის რო ეხლა, ამ წუთისთვის, უკრაინა “უკვე რუსეთი” არ არის!
პუტინს ეგონა რო ეხლა უკვე უკრაინაში პოლიტპატიმრებს დაიჭერდა
ნაცვლად ამისა“გიჟური” გადაწყვეტილებების მიღება უწევს, იმიტო რო ბოლო გაფართხალებაღა დარჩა
მარა საომარი კიდევ ბევრია და ნუ უქმნით უკრაინელებს შეგრძნებას რო ხვალ მორჩება, პირიქით – აწი, დრო მოვიგეთ, აწი უცებ ჩამოქცევის შანსი აღარ არის! – აწი, ბრძოლა გაგრძელდება უკრაინის გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ “ვაიმე არ მოიგოს რუსეთმა”-სთვის
ნუ არა – ჯერ მე მაინც ველოდები რო მთავარი დარტყმა წინ არის, რომელიც კიევმა უნდა გადაიტანოს – და აი მერე დაიწყება ეგ “ლონგ კოვიდი”, რაზეც ზევით ვსაუბრობ
ჯერ იქნება ძლიერი შეტევა, კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ ბოლოჯერ (იმიტო რო რუსების მომარაგება ყველა მხრიდან მოშლილია) – იმისთვის რო მთავრობა დაამხონ რუსებმა და გაიმარჯვონ
ამას რო ვერ იზამენ ამით უკრაინის სახელმწიფოობრიობის ხიფათი მორჩება და მერე იქნება დღეები და კვირები “პაწერიაშკების” აკრეფა გზებიდან, გზებზე ბლოკპოსტებიდან რუსების გაყრა, ქალაქების დაბრუნება, რუსების ლოკალური კონტრ-შეტევები და ა.შ. – მარა ზელენსკი არ ჩაბარდესო აღარ იქნება დღის წესრიგში
ასე მგონია მე, არის შანსი ვცდებოდე, კარგ მხარესაც, ცუდ მხარესაც – მარა ომის კანონი არის ასე “ემზადე უარესისთვის” – ვინც ოცნებობს უკეთესზე და არ ემზადება უარესისთვის, აუცილებლად უარესი დაუდგება
და ვინც ემზადება უარესისთვის, შეიძლება იმდენი ქნას – საუკეთესო შედეგი მიიღოს, დაფიქრდით ამაზე.
მარა მნიშვნელოვანია დაივიწყო ყველაფერი (რო კარგადაც შეიძლება დასრულდეს) – და გულით და მონდომებით ემზადო უარესის დასახვედრად, რო ის უარესი – აგცდეს საბოლოოდ, შენივე ძალისხმევის გამო
გაძლება უკრაინას
გაძლება ალყაში ჩარჩენილ უკრაინულ ქალაქებს რომლებსაც დიდწილად ვეღარავინ მიეხმარებათ რამდენიმე დღე
გაძლება კიევს
პ.ს. სწორად გაიგეთ რას ვამბობ, დღესაც რო გაძლებს უკრაინა – ხვალიდან შევწყვეტ ამ “მაუწყებლობას”, ჩემივე ბრალია ეს ისტერია, რის გამოც ყველას რაღაც “შვების” მოლოდინი აქვს
ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ new normal-ში ცხოვრება, როგორც კოვიდისას ვქენით, მიზანი ეს იყო, საერთოდ დამდგარიყო დღე მე-5(ხვალ)
თუ ეგ მიზანი მიიღწა (იმიტო რო დღევანდელი დღე ჯერ ეხლა იწყება) – მერე იქნება ეგ პროცესი, მუდმივი ომის და უკრაინელებმაც, მოსახლეობამ – უნდა ისწავლონ ომში არსებობა
რაც უფრო ეფექტურად იზამენ ამას – უფრო ეფექტურად წააგებს რუსეთი და უფრო “ნაკლებად მუდმივი” გამოდგება ომი სინამდვილეში
რეალურად იმდენად უნდა აჩვენოს უკრაინამ რო მზად არიან ყველაფრისთვის, რო რუსეთი გატყდეს და ჩაისვაროს.
და აუცილებლად მოხდება ეგ, ოღონდ უკრაინელებს თვალებში უნდა დაეტყოთ – რო მზად არიან თვეები იომონ, და მაშინ დღეებში მორჩება.
და პირიქით – თუ უკრაინელების განწყობა იქნება რო “აი დღესაც და მეტი ვეღარ” – რუსები იგრძნობენ მაგას და დაელოდებიან ხვალ, რო ხვალ გატეხონ
და იქნება მუდმივი ყოველდღიური წამება, უკრაინას შეუძლია აირიდოს წამება – მენტალურად ამ წამების ღია თვალებით მიღებით, რუსეთმა უნდა დაინახოს რო ვერც შოკით გატეხა, ვერც დროში გატეხავს
და მაშინ რუსეთი გატყდება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved