• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP ჯგუფის ოფიციალური განცხადება ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
12:35 04-03-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

PSP ჯგუფი ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის საჯარო ბრალდებებზე. განცხადება, რომ 300 %-ით გავაძვირეთ ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე, მით უმეტეს, რომ სამინისტროსთვის ზედმიწევნით ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შემოსასვლელი თვითღირებულება და თვალსაჩინოა, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ვერცერთი კომპანია მუდმივად ვერ განახორციელებს, შემცირებული ფასით რეალიზაცია მიზანშეწონილია მხოლოდ შენახვის მოკლე ვადის დარჩენის შემთხვევაში. ზუსტად ეს შემთხვევა არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გამოყენებული სამინისტროს მიერ PSP-ს მიმართ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად.

სინამდვილეში, შვეიცარული კომპანია „Novartis Pharma“-ს მიერ წარმოებული ონკოლოგიური მედიკამენტი „აფინიტორი“, (10 მგ-იანი), რომლის შესასყიდი ფასი 842 $-ია და განბაჟების მომენტისთვის ეროვნულ ვალუტაში მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2 600 ლარს; შენახვის მოკლე ვადის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე აიტვირთა 753 ლარად და ამ ფასად იყიდებოდა სამი თვის განმავლობაში. ეს მოკლევადიანი პროდუქტი ამოიწურა. ხოლო მარტიდან, შვეიცარიიდან ისევ შემოვიდა გრძელვადიანი მედიკამენტი, რომლის ღირებულება დაუბრუნდა 2 970 ლარს. (სახელმწიფო პროგრამით შესასყიდი ფასი).

ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ჯამურად, კომპანიას გააჩნია 10-დან 20 %-მდე ფასნამატი, რომლის 90 % იხარჯება მედიკამენტის შენახვის უმაღლესი სტანდარტის დასაცავად და განბაჟება-ლოჯისტიკურ ხარჯებზე.

რაც შეეხება თურქულ მედიკამენტებს: დიახ, ჩვენი, ფარმაცევტული სექტორის დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა საქართველოს ბაზარი თურქული მედიკამენტებისთვის, რადგან თურქეთში წარმოებული იაფი მედიკამენტები კონტრაბანდულად შემოდიოდა საქართველოში და არალეგალურად იყიდებოდა ათწლეულების მანძილზე. ჩვენ, ლეგალურ კომპანიებს, არ გვქონდა ამ მედიკამენტების იმპორტისა და განბაჟების შესაძლებლობა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ 10 წლის შემდეგ მოახერხდა ბაზრის გახსნა თურქული მედიკამენტებისთვის.

ბატონმა აზარაშვილმა, ონკოლოგიური მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთნაირი ფასი აქვთ. რეფერალური ფასების შემოღება ხომ სახელმწიფო პოლიტიკაა?! დიახ, რეფერალური ფასი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ამ პროგრამის დანერგვის შემდეგ, ყველა მედიკამენტს, ყველა სააფთიაქო ქსელში იდენტური ფასი ექნება. თურქეთში, ყველა აფთიაქში ყველა მედიკამენტი ერთი და იგივე ფასად იყიდება და ღირებულება წამლის შეფუთვაზეა დატანილი. სად არის აქ გარიგება?! თუ ბაზარი რეგულირდება, გარიგება არ არსებობს!

PSP 30 წელია ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ნამდვილად არის ხარისხის გარანტი, რომელიც ყოველწლიურად მრავალმილიონიანი შენატანით აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გვჯერა, 130 წლის შემდეგ კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved