• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

ალია ავტორი - ალია
23:39 01-21-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,791

PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ბრენდის დღე“ კვლავ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. 

„ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ. 

„მოხარულები ვართ, რომ ლიდერის ნომინაციაში გამარჯვებულად PSP უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი და ორიენტირი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ – აცხადებენ PSP-ში.  

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 19 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე… წლევანდელი ბრენდ პერსონა ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი გახდა.

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved