• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროზაიკოსი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
10:23 06-26-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი.

გურამ გოგიაშვილმა პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ “პირველ სხივში”.

გურამ გოგიაშვილს ეკუთვნის ნიკოლას გილიენის, ალექსანდრე ბლოკის, რაინერ მარია რილკეს, იანის რაინისის, ჟაკ პრევერის, ჯანი როდარის, სამუილ მარშაკის, ანტონ ჩეხოვის, კონსტანტინე პაუსტოვსკის, ალექსანდრე ოსტროვსკის, ვასილი შუქშინის, ერაზმ როტერდამელის და სხვ. ნაწარმოებების თარგმანები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელის“ თარგმანი (1972–2000წწ).

გურამ გოგიაშვილი არის ივანე მაჩაბლის (1990) და ვაჟა-ფშაველას (1994) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის (2003) ორდენებით.

1958-1968 წლებში მუშაობდა გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში სხვადასხვა თანამდებობებზე.

1992-1996 წლებში იყო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორი.

გურამ გოგიაშვილს დაკრძალავენ 27 ივნისს, კასპის რაიონში სოფელ ზემო ხანდაკში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved