„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სპეციალურად მოწყობილ კარავში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული – კარვებში მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.
წინასწარი ინფორმაციით, მას აღენიშნება არტერიული წნევის და შაქრის ვარდნა. ასევე, მას აქვს საკმაოდ ძლიერი ტკივილები კუჭზე. მედიკოსები მოშიმშილე პირს სულ ცოტა ხანში კლინიკაში გადაიყვანენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უკვე მეექვსე დღეა 300-ზე მეტი ადამიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მოშიმშილეებს მხარდამჭერები ყოველდღიურად ემატებიან.
მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაა.
კომენტარები