ქუჩის პროტესტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ხალხი კი არ გააღიზიანოს, არამედ დისკომფორტი შექმნას მთავრობისთვის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, ასეთი ტიპის ღონისძიებები რომელს იწვევს.
„ქუჩის პროტესტი არის პასუხი რაღაცაზე და მე არც ის მომწონს, რაზეც ეს პასუხია. ქუჩის პროტესტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ უფრო მეტად ხალხი კი არ გააღიზიანოს, არამედ დისკომფორტი შექმნას მთავრობისთვის. ამ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, ასეთი ტიპის ღონისძიებები რომელს იწვევს. თუმცა არსებობს რადიკალური შემთხვევები, როდესაც საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გიწევს საზოგადოების შეწუხებაც, ესეც მესმის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები