სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ,,იმედის” ,,ქრონიკის” წამყვანი ლევან ჯავახიშვილი და ,,ტვ პირველის” 8-იანი საინფორმაციოს წამყვანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი სახე, ზაალ უდუმაშვილი სუფრასთან ერთად სხედან, მწერალი ლაშა ბუღაძე სტატუსს უძღვნის:
,,მკვლელობას და უპრინციპობას ცხადია არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ ახალგაზრდა მასწავლებლის სავარაუდო მკვლელის მამა ხომ ამბობს: მუშტი ვის არ დაურტყამს, ქართველები ვართო, პროპაგანდისტთან გამოჭიმული ოპოზიციური არხის “დიქტორიც” ამას იტყვის ალბათ: მეგობრებში ვინ არ დამჯარა სუფრასთან, ქართველები ვართო…
რამდენ ცოდვას კიდებენ ამ ქართველობას… გაოცებული მშობლებიც და სულელებიც – იქით რომ გაუკვირდებათ, თავის წილ პასუხისმგებლობას თუ შეახსენებ.“














კომენტარები