• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გურჯაანში მომხდარი არასრულწლოვნის გარდაცვალებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ზ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ალია ავტორი - ალია
13:37 03-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანში მომხდარი არასრულწლოვნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ზ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების საწყის ეტაპზე დადგინდა, რომ  9 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე  ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ძალადობის დროს ზ.შ.-მ  მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის შვილი  ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა,  საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მცირეწლოვანს. დანაშაულის ჩადენის დროს  ზ.შ.-მ  სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ, 11 თვის ბავშვის  გარდაცვალება გამოიწვია. 

სამართალდამცველებმა ზ.შ. 9 მარტს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ), 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა,  ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით),  და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდგომ, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მოხდება დამატებითი მსჯელობა ბავშვის გარდაცვალების ნაწილში ბრალდებულის ქმედების საბოლოო კვალიფიკაციის საკითხზე.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved