• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:40 12-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„10 – 11 დეკემბერს კახეთში, სასტუმრო „რედისონ წინანდალში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლის სტრატეგიის პროექტი და სისხლის სამართლის პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს. ახალი სტრატეგიის პროექტი  პროკურატურის შემდგომი განვითარებისა და რეფორმირების გეგმას ითვალისწინებს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროკურორთა და გამომძიებელთა შეფასების ახალი სისტემა.

სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, სტრატეგია საქართველოს პროკურატურის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხება, კონკრეტულად კი, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა დგას.

„სტრატეგიაში მიმოხილულია ის ძირითადი პრიორიტეტული დანაშაულები, რომლის მიმართაც პროკურატურამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად. კერძოდ, საუბარია კორუფციულ დანაშაულზე, ფულის გათეთრებაზე, ოჯახურ დანაშაულზე, დისკრიმინაციულ დანაშაულზე და სხვა. შესაბამისად, დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, უახლოეს მომავალში მოხდება სტრატეგიის დოკუმენტის გასაჯაროება და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის“  – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ ასევე, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოვენსმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციას ჰქონდეს სტრატეგია და გამოიყენოს ის  როგორც მატრიცა, საკუთარი წარმატების გასაზომად. მისივე თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი საზომი, რომელსაც პროკურატურა გეგმავს, რომ შემოიღოს, არის საზოგადოების ნდობის გაძლიერება. 

„ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ერთ-ერთი საზომი, რომელსაც პროკურატურა გეგმავს რომ შემოიღოს, არის საზოგადოების ნდობის გაძლიერება: ხალხს უნდა ჰქონდეს ნდობა პროკურატურის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა ამას ისახავს მიზნად. ასევე ძალიან გვიხარია, რომ პროკურატურა ახდენს გარკვეული დანაშაულების პრიორიტეტიზაციას, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ფინანსური დანაშაულები, რომლებიც არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ლენა ოვენსმა.

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო  საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved