• რეკლამა
  • კონტაქტი
05:44, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოში მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში და უკანონოდ ყოფნისთვის პირობების შექმნაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
12:19 07-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.მ. დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 მაისს, რუმინეთის მოქალაქემ ჯ.მ.-მ სტამბული-თბილისის თვითმფრინავით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ირანის მოქალაქე ლ.ყ. საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას ჯ.მ.-ს მიერ გადაცემული, იტალიის სახელმწიფოს მიერ სხვა პირზე გაცემული პასპორტი გამოიყენა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯ.მ.-მ თბილისში და ქუთაისში ლ.ყ. სასტუმროებში საკუთარი ხარჯით დააბინავა. მოგვიანებით კი შეიძინა და ლ.ყ.-ს გადასცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად სხვა პირის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა.

ვინაიდან ჯ.მ-ს უკვე გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება 2019 წლის 17 ივლისს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა). ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. 2019 წლის 2 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკაში დააკავეს და 2020 წლის 11 ოქტომბერს მისი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიებას ქმედით დახმარებას უწევდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული გამოძიების ბიურო, რისთვის მათ მადლობას ვუხდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved