• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ალია ავტორი - ალია
14:53 03-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანის ფაქტზე თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი ე.წ. „კანონიერ ქურდი“ – თ.გ. და ,„ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. დაუკავშირდნენ გ.გ-ს მამას – ა.გ.-ს და ორგანიზება გაუკეთეს ბიზნესმენ მ.ყ.-სგან ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას.  

დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 1 ივნისს მ.ყ.-ს ვინმე “მაგამედი“ დაუკავშირდა, ჩეჩენი ეროვნების კრიმინალური დაჯგუფების წევრად გაეცნო და მისი შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. 2 ივნისს მ.ყ.-ს ასევე დაუკავშირდა ა.გ. და  პრობლემის „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და ე.წ. „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით მოგვარებას დაპირდა. ა.გ. არწმუნებდა მ.ყ-ს, რომ თითქოსდა, ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ თ.გ.-მ გადაიხადა ჩეჩენი ეროვნების კრიმინალების მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მ.ყ.-ს თანხა ე.წ. „კანონიერი ქურდისთვის“ უნდა გადაეხადა. 

დაშინებისა და „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედების იძულების მიზნით, მ.ყ-ს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. და კატეგორიულად მოითხოვდნენ თანხის გადახდას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედებას. მ.ყ-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი 12 ივნისს ქ.სენაკში ა.გ.-ს გადასცა, რის შემდეგაც ა.გ. სამართალდამცველებმა დააკავეს.  

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.გ-მ ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით მცენარე უკანონოდ დათესა და მოიყვანა.  

თ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ხოლო ა.გ.-ს და გ.გ.-ს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ასევე, ა.გ-ს ბრალდება 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ. ვინაიდან თ.გ. და გ.გ. თავს არიდებდნენ გამოძიებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თ.გ.-ს და გ.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.გ-ს 9 წლით, ხოლო ა.გ-ს და გ.გ-ს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved