• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურაში HELP-ის სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიება გაიმართა

ალია ავტორი - ალია
11:53 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP-ის სასწავლო კურსის – ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ ონლაინ-ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე და ასევე, პროკურატურის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა, რომელმაც საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე და სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ პროფესიონალების საერთო ძალისხმევაზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა HELP-ის სასწავლო კურსის ონლაინ-ღონისძიებაზე მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების ერთობლივი სასწავლო კურსის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროფესიონალებს ჰქონდეთ საერთო ხედვა აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე.

ერთობლივი ფორმატის სასწავლო კურსი უკვე მეორედ ტარდება. პირველი სასწავლო კურსი ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ საპილოტე კურსს წარმოადგენდა და 2019 წელს პირველად საქართველოში დაინერგა. აღნიშნული კურსი

გამომძიებლებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა წარმატებით გაიარეს, ხოლო ახლანდელი სასწავლო კურსი – ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ თეორიულ სასწავლო კურსს წარმოადგენს და პირველი პრაქტიკული კურსის გაგრძელებაა.

სასწავლო კურსი ორ ნაწილს მოიცავს. პირველ ნაწილში მონაწილეები სიძულვილის ენის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე ნაწილში – უშუალოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის საკანონმდებლო ჩარჩოს, საერთაშორისო ინსტრუმენტებს და ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალებს გაეცნობიან.

სასწავლო კურსში მონაწილეობას 25 სპეციალიზებული პროკურორი, 27 მოსამართლე და 25 გამომძიებელი მიიღებს. კურსი 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და მას ხელმძღვანელობას ტუტორები გაუწევენ.

ბოლო წლებია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, სპეციალიზებულია 133 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.

საქართველო ევროპის საბჭოს „HELP“-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2016 წელს HELP-ის პირველი სასწავლო კურსი სწორედ ანტიდისკრიმინაციის თემაზე ჩატარდა, მას შემდეგ პროკურატურაში სხვადასხვა თემატიკაზე HELP-ის 9 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 180-მდე პროკურორი გადამზადდა.

სპეციალიზაციის სასწავლო კურსების და HELP-ის ტრენინგების შედეგია ბოლო წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის გაზრდილი მაჩვენებელი, პროკურორთა სენსიტიური დამოკიდებულება და სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შედეგად დაზარალებულების მიმართ. ამ მიმართულებით სპეციალიზაციის სასწავლო კურსები და სპეციალიზებული პროფესიონალების შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved