• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობისთვის და დიდი ოდენობით თანხის ქურდობისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
13:00 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობისთვის და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ხელმძღვანელი ლ.მ., ამავე დაწესებულების თანამშრომელთან – ა.ს.-სთან ერთად, სისტემატიურად ახორციელებდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. აღნიშნული მიზნით მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, კერძოდ: აღნიშნულ პირებთან შეთანხმებულ ე.წ. ,,პრომო გოგონებს“ უცხოელი ტურისტები მიჰყავდათ ბარში, რა დროსაც კლიენტთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ დიდი რაოდენობის ძვირადღირებულ სასმელს და საკვებს, რომელიც რეალურად არ მიჰქონდათ მომხმარებელთან. ასევე, ანგარიშსწორებისას ლ.მ. და ა.ს. სტუმარს მიწოდებულ მომსახურებასთან შეუსაბამო დიდი ოდენობით თანხას უანგარიშებდნენ და მის გადახდას აიძულებდნენ. ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 2021 წლის აგვისტოში, მოტყუებით დაეუფლნენ ინდოეთის, არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეთა კუთვნილ 7 738 ლარს.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 11 სექტემბერს, ლ.მ.-მ და ა.ს.-მ, ისარგებლეს რა მათ დაწესებულებაში მისული ჩინეთის მოქალაქის ალკოჰოლური სიმთვრალით, მისი საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით, ფარულად დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას, 15 000 ლარს.

ლ.მ.-ს და ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება)

წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
ახალი რეკორდი არქიში – ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა
ახალი ამბები

ახალი რეკორდი არქიში – ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა

16:15 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved