• რეკლამა
  • კონტაქტი
17:09, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ ,,იმედს” სააკაშვილის ტელეფონებში არსებული ინფორმაცია მიაწოდა – რა კანონდარღვევაზე საუბრობს მიხელ სააკაშვილის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
12:15 10-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

,,მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი, ჩვენ ვხედავთ რომ მის სასამართლო პროცესებსაც კი არ მართავენ” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, რომელიც მან გადაცემა ,,პირველ ხაზში” გააკეთა, ვიდეო მასალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთასთან არის კავშირში და რომელიც ტელეკომპანია ,,იმედმა” გამოაქვეყნა, არის სრული კანონდარღვევით განხორციელებული ქმედება. 

ბასილაია განმარტავს, რომ სააკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელიც გამოძიებას აქვს, ჯერ არ არის გახნილი და მათში არსებული მასალები საქმეებზე არ არის დართული, თუმცა ვიდეო მასალა აქვს ტელეკომპანია ,,იმედს”, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პროკურატურამ გადასცა მათ ეს მასალები. 

,,და ახლა გამოიტანეს ისეთი ინფორმაცია, როლის გამოტანაც არის დანაშაული, მე ამ ვიდეოს ავთნტურობას არ ვადასტურებ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მე გადმომეცა გუშინ სრული მასალები ამ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ამ მასალების მიხედვით მიხეილ სააკაშვილის ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაცია არ არის გახსნილი და დართული საქმეზე, ანუ გამოდის რომ ტელე ,,იმედს” მიაწოდა პროკურატურამ ის მასალები, რომელიც არ არის საქმის მასალებში დართული, თუმცა სააკაშვილის პირადი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის მიწოდება ტელევიზიისთვის ეს არის სამართალდარღვევა. ამ ვიდეოზე წვდომის უფლება არავის არ უნდა ჰქონდა”,- განაცხადა ბასილაიამ. 

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურის აღნიშნულ ქმედებას, როგორც საქართველოს ასევე, სტრასბურგის სასამართლოებში გაასაჩივრებენ. 

,,მიუხედავად იმისა რომ საქართველოში დღეს არ არსებობს სასამართლო და ის არის გაუქმებული, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის,რომ ეს ყველაფერი იყოს დადოკუმენტებული და როდესაც იქნება ნამდვილი მართლმსაჯულება ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხები და ამის შესახებ ჩვენ წარვადგენთ აუცილებლად სამხილებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში”, – განაცხადა ბასილაიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved