• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

ალია ავტორი - ალია
13:13 02-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“.
საგანმანათლებლო პროექტის მიზანს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და არგუმენტებზე დაფუძნებული კონსტრუქციული დებატების მნიშვნელობის შესახებ სამოქალაქო კულტურის განმტკიცება წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხუთი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის 30 სტუდენტი დარეგისტრირდა.
მონაწილეები 10 გუნდში გადანაწილდნენ, თითოეული გუნდი სამი მონაწილის შემადგენლობით.
პროექტის საწყის ეტაპზე, სწავლების ცენტრმა ახალგაზრდებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული სიახლეები განიხილა და ამასთან ერთად, უზრუნველყო მონაწილეთა გადამზადება დებატების წარმართვის ტექნიკაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე
როგორიცაა: დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი; არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება-დამუშავება; საჯარო გამოსვლების ტექნიკა; დებატების ეთიკა და პრინციპები.
2026 წლის 16 თებერვალს პროექტის ფინალი გაიმართა, სადაც შესარჩევ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს.
ფინალური დებატები გაიმართა თემაზე: „საარჩევნო უფლების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება დეზინფორმაციის რისკის პირობებში“.
ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე; სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი; ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი; სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ნოდარ ბოკერია. მონაწილეები შეფასდნენ არგუმენტაციის ხარისხის, მტკიცებულებების გამოყენების, დებატების ეთიკის, რეგლამენტის დაცვისა და საჯარო გამოსვლის უნარების მიხედვით.
ფინალის დასასრულს მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.
პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის – უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved