• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს – სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ალია ავტორი - ალია
11:19 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პრობაციის სამსახური მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს. როგორც მუსიკოსი აცხადებს, პრობაციის სამსახურს სურს, რომ საპატიმროში სასჯელის დარჩენილი ვადით, წელიწადითა და ათი თვით დაბრუნდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

მიხაილო თოდუას თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.

მუსიკოსის განმარტებით, ორივე ღონისძიების შემთხვევაში მას პრემიერმინისტრის განკარგულების დარღვევას ედავებიან, რომლის თანახმადაც, საღამოს ათი საათის შემდეგ გასართობი ღონისძიებების მოწყობა იკრძალება. მიხაილო ამბობს, რომ ორივე ბრალდება აბსურდია.

“13-14-ის ღონისძიებაზე იძახიან, რომ ათი საათის შემდეგ აკრძალულია და მაგის შემდეგ არ არის სწორი და კანონიერიო, რაც თავის თავს ეწინააღმდეგება, რადგან პრემიერის განკარგულება 15-ში შევიდა ძალაში. 17-ის ღონისძიებაზეც იმავე მიზეზს ასახელებენ, როცა მიუთითებენ, რომ მე წარვადგინე ცნობა, რომელსაც მაძლევს გირჩი”, — აღნიშნა მუსიკოსმა.

მისივე თქმით, 17 ოქტომბრისღონისძიებაზე წასვლის წინ თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსს, პაატა უჯმაჯურიძეს აუხსნა, რომ ოფიციალურ საბუთს გირჩი აძლევდა, რაზეც უპასუხეს, რომ ეს კანონიერი იქნებოდა. მიხაილო ფიქრობს, რომ მის გასვლას საპატიოდ გირჩის ღონისძიების გამო არ თვლიან.

“ერთადერთი იმას ვდარდობ, რომ ნორმალურმა სასამართლომ როგორ უნდა მიიღოს საერთოდ ეს განსახილველად? რა ვიცი, ვის იმედად ვიყო, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ მინდა მეგობრებს მოვუწოდო, ვისაც გული შესტკივა, ხვალ მოვიდეს ორ საათზე”, — ამბობს მიხაილო თოდუა.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

on.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved