დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრინცმა აცრა ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში გაიკეთა. მან Twitter-ზე აცრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
„სამშაბათს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინაციაშია ჩართული – მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, – დაწერა უილიამმა.
38 წლის პრინცს არ დაუკონკრეტებია რომელი პრეპარატით აიცრა, თუმცა მისი ასაკიდან და ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე მას არჩევანის გაკეთება Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის შეეძლო.
კომენტარები