• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრეზიდენტთან აუდიენციაზე უფრო იოლად ჩაეწერები, ვიდრე მათთან… წითელი ხალიჩით და ყვავილებით დავხვდი” – რას წერს თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
15:36 05-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
389

ჟურნალისტი თეა გვასალია ფეისბუქზე წერს :

“რა ტყუილად ვტენით ამ ბავშვებს უმაღლეს სასწავლებლებში. დაამთავრებენ და არიან მერე სამსახურის ძებნაში. ამ ქვეყანაში, ყველაზე დაფასებულები და მოთხოვნადები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ხელოსნები ყოფილან. პრეზიდენტთან აუდიენციაზე უფრო იოლად ჩაეწერები, ვიდრე მათთან. მომდევნო სამი (ან მეტი) დღის განრიგი ხომ გაწერილი აქვთ და ფასები, რომელსაც უკვე აღარ დაეძებ და სიხარულით იხდი, კიდევ სხვა თემაა. ერთი მოვიტყუე როგორც იქნა, წითელი ხალიჩით და ყვავილებით დავხვდი, ბავშვებს ხელში პური და სამარილე დავაჭერინე, კისერზე ზაფრანის აცმა ჩამოვკიდე და ამ ყველაფრის შემდეგ შეხედა ფანჯარას, არა, გენაცვალე, ეს ალუმინის ყოფილა, მე მეტალოს სპეციალისტი ვარო და გაიქცა უკანმოუხედავად. დღეს სხვა ვიპოვე, სამჯერ გავუმეორე ტელეფონში, თეთრი კია ფანჯარა, მაგრამ ალუმინი ყოფილა, კარგად არ იკეტება და შეძლებთ გაკეთებას მეთქი? და აბა ფოტოები გადმომიგზავნეო. სლაიდ შოუსა და პატარა, შემეცნებითი ხასიათის ვებინარის შემდეგ მე მოყვარულის კვალობაზე არაჩვეულებრივად გავერკვიე კარ-ფანჯრის მექანიზმში და ახლა ველოდები, ალექსის ხელთ არსებული დეტალებიდან რომელიმე წავა ჩემს ფანჯარაზე და 150 ლარი დამიჯდება, თუ მთელი კომპლექტი გამიხდება საყიდელი 150 დოლარად, ოღონდ ეს, ალექსის გრაფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ხვალ საღამოს მეცოდინება. ტყუპების მომავალიც გარკვეულია, მარტო სანდროს კი არა, მელანოსაც ალუმინის კარ-ფანჯრის დაშლა-აწყობა უნდა ვასწავლო.”

თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved