• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პრეზიდენტს „ნაციონალები“ სააკაშვილის შეწყალებას სწორედ იმ დროისთვის სთხოვენ, როცა სამუშაო საათები დასრულებული იქნება…“ – რას ამბობენ კულუარებში

ალია ავტორი - ალია
19:24 10-10-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,666

ანი დვალიშვილი

 „ის, რომ ზურაბიშვილს მიშას შეწყალება ჯერ არ შეუძლია, ყველამ კარგად იცის. კანონიერ ძალაში არ არის შესული რამდენიმე საქმის განაჩენი, განხილვები ახლაც მიმდინარეობს და ასეთ დროს, შეწყალება წარმოუდგენელია, თუმცა, პრეზიდენტს შეუძლია, უკვე მისჯილი სასჯელი მოუხსნას სააკაშვილს და მაშინ, პროკურატურა იძულებული იქნება, აღმკვეთი მიმდინარე საქმეებზე მოითხოვოს. რა თქმა უნდა, სასამართლო ამ მოთხოვნას აუცილებლად დააკმაყოფილებს, მაგრამ პროცედურა 3-4 საათს მაინც წაიღებს (საუკეთესო შემთხვევაში) და ამ დროის განმავლობაში, მიშა გარეთ უნდა იყოს. მეტიც, თუ პრეზიდენტი სააკაშვილს ისე შეიწყალებს, როგორც ეს ნიკა გვარამიას შემთხვევაში გააკეთა, მიშას განკარგულებაში მთელი ღამე იქნება და არავინ იცის, რა მოხდება ღამის განმავლობაში“,- ეუბნება „ალიას“ წყარო.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს ნაციონალები ექს-პრეზიდენტის შეწყალებას სწორედ იმ დროისთვის სთხოვენ, როცა სამუშაო საათები დასრულებული იქნება და შეეცდებიან, სააკაშვილი რამდენიმე საათით მაინც გარეთ იყოს, მერე კი, მის ციხეში შეტრიალებას, ძალოვანი სტრუქტურის მთელი რესურსის გამოყენება გახდება საჭირო. ეს იცის პრეზიდენტმაც, ეს იცის მმართველმა გუნდმაც. ამიტომ, საინტერესო პროცესები გველის წინ. რამდენად გარისკავს პრეზიდენტი, ვერ გეტყვით, მაგრამ ზურაბიშვილმა მოახერხა იმდენი, რომ ახლა „ოცნებაც“ თავზე ხელს უსვამს (არაპირდაპირ) და ოპოზიციაც ეფერება (ესეც არაპირდაპირ).

არაოფიციალურად, მაგრამ „ნაციონალებმა“ საარჩევნოდ მზადება დაიწყეს და „გამარჯვების პლატფორმის“ ხელმძღვანელად გიორგი ვაშაძე დანიშნეს. ამ ყველაფერმა მმართველ გუნდში დიდი მხიარულება გამოიწვია, აქაოდა, ვაშაძემ ოგბუნუჯუსთან წააგო არჩევნები და ჩვენ როგორ მოგვიგებსო, მაგრამ ეს მხიარულება ზედაპირულია – „ოცნებამ“ კარგად იცის (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით და იმათაც ეცოდინებათ), რომ ვაშაძესა და ნაციონალების ლიდერებს (არა კონკრეტულად ხაბეიშვილთან) მოხდა გარიგება, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური შტაბის უფროსი „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე იქნება, რეგიონებში კი ასი პროცენტით ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გაუწევენ კურირებას არჩევნებს. ანუ, რეგიონები მთლიანად ნაცების კონტროლქვეშ იქნება, ხოლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არც ცენტრალურ შტაბში რომ არ მიაღებინებენ ვაშაძეს, ცხადია. გარდა ამისა, „აღმაშენებლის“ ლიდერი გამსვლელ სიაში 6 წევრის ჩაწერას ითხოვს, ანუ მას სურს, რომ 30-ეულში 6 მისი პარტიის წარმომაგენელი იყოს და წინასწარი თანხმობაც აქვს მიღებული, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „გამარჯვების პლატფორმას“ სხვა პარტიები არ შეუერთდებიან და რაც მთავარია, ამ 6 კაცის სანაცვლოდ, ვაშაძეს სოლიდური თანხის გაღება მოუწევს საარჩევნოდ.

არჩევნები მტკივნეული თემაა „ოცნების“ ბევრი მოქმედი დეპუტატებისთვის, მომდევნო მოწვევის პარლამენტში ყოფნა ყველას სურს, მაგრამ ასე რომ არ მოხდება, ცხადია. არაერთი დეპუტატი მზად არის, პარტიას წინასაარჩევნოდ სოლიდური თანხა შეწიროს, სანაცვლოდ კი, გამსვლელ სიაში ადგილი მიიღოს, მაგრამ როგორც ყოველთვის, „ახალი სისხლი“ ახლაც საჭიროა და ბევრი ძველი პირში ჩალაგამოვლებული დარჩება. გაგიკვირდებათ და, დეპუტატის მანდატის მიღება, რამდენიმე მოქმედ მერსა თუ საკრებულოს თავმჯდომარესაც სურს, მადა კარგად გაეზარდათ, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, „ოცნებამ“ ეს ადამიანები მუნიციპალიტეტებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ჩახსნას. მხოლოდ ერთი ვარიანტი განიხილება (ისიც გვირაბს აქეთ), მაგრამ განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად დადებითი იქნება.

ნიკა გვარამიამ პოლიტიკაში წასვლა დააანონსა, როგორც ამბობენ, გვარამიას ევროპულ ვოიაჟს უშედეგოდ არ ჩაუვლია და დასალველ დიპლომატებთან შეხვედრის დროს, მან ბევრი დაპირება მიიღო, ასევე ბევრიც გასცა და მთავარი ფსონი მასზე გაკეთდება. „ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საჭირო დროს გვარამიას აუცილებლად ამოუყრიან მისი პროკურორობისას გასამართლებული და დატერორებული ბიზნესმენების სიას.

„ვისაც ჰგონია, რომ ადამიანებს რაღაცები არ ახსოვთ, ძალიან ცდება, რადგან ვისაც არ ახსოვს, იმას შეახსენებენ და ვისაც ახსოვს, არასოდეს დაავიწყდება. ამიტომ, მთელი ფსონის გვარამიაზე გაკეთება თითქოს არამართებულია, მაგრამ… ნაციონალებს სხვა გზა უბრალოდ არ დარჩათ. ჰო, მთავარი გზავნილი ამომრჩევლებისადმი არა ქვეყნის კეთილდღეობა ან ეკონომიკური წინსვლა, არამედ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება იქნება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ისევ სააკაშვილის თავისუფლების დაპირებაზე დგას.“ – გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი ჩინოვნიკი.

თეგები: მიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved