საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პევალ ჰერჩინსკიმ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა გვარამიას.
„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს“, – აცხადებს ელჩი.
კომენტარები