• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრეზიდენტის ეს ქცევა ჰგავდა ივანიშვილისთვის დამატებითი დროის მიცემას” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
15:38 03-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
567

პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:

“სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, არა იმდენად გადაეფარა, არამედ, ჯერ კიდევ სივრცე მისცა პოლიტიკური ლავირებისთვის, გამიჯნა რა ფორმალურად ივანიშვილის პერსონალური ფაქტორი და ხელისუფლების ქცევა.

რამდენად გულწრფელი იყო ამ მიდგომაში, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კონტენტი და არა აქტივისტური ლექსიკა.

ოპოზიციურ ჯგუფებს უფრო ის აღელვებს, რამდენად “ოპოზიციურია” პრეზიდენტი, ხელისუფლებას აღელვებს ის, რამდენად “სახელისუფლებოა”, თუმცა, პრეზიდენტის არსი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების დოქტრინების გავრცელებას არ გულისხმობს, ეს არის მთავარი კონცეფცია, რაც ამ კონსტიტუციის პირობებში ავალია პრეზიდენტს.

შესაბამისად, პრეზიდენტის მოცემული შეტყობინება ჯდება პოლიტიკური მოდიფიკაციის კონტექსტში და არა პოპულისტური აქტის კონტექსტში.

პრეზიდენტის ეს ქცევა, უფრო ჰგავდა ივანიშვილისთვის კიდევ დამატებითი დროის მიცემას, რომ პოლიტიკური ლავირების მიზნით, ივანიშვილი გაემიჯნოს მმართველ პარტიას და თუნდაც, თავისივე თავის დაცვის მიზნით, სახელმწიფოს დინამიკა განცხადებულ კურსს დაუბრუნოს.

ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ პრეზიდენტი, როგორც სახელისუფლებო შტო, გამოდის იმ რანგში, რა რანგშიც ოპოზიციურ შეტყობინებებს მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას აძლევს და ხელისუფლების დისკრედიტაციულ ძალისხმევას ოპოზიციის წინააღმდეგ მინიმუმამდე წევს, განსაკუთრებულად, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ასევე ნაწილობრივ ჩვენი მოსახლეობისათვისაც.

ზოგადად, პოლიტიკური ქცევის გააზრებას შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფები, როგორც სახელისუფლებო, ისე, ოპოზიციური, როგორც წესი, ითხოვენ პოლიტიკურ რიტორიკაში სამოყვარულო პოლიტიკური აქტივიზმის შინაარს, რაც ცხადია, არასწორია და არაპოლიტიკურიც.

ჩვენს პოლიტიკოსებს მეტ პოლიტიკურ განათლებას ვურჩევდი, რომ პროცესის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ანალიზი შეძლონ, ასევე ვუსურვებდი პოლიტიკური კლასი მეტად განავითარონ და პოლიტიკური ნებისყოფაც გამოიმუშავონ.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved