• რეკლამა
  • კონტაქტი
07:08, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტი: არჩევნებზე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი, ამას უშუალო ჩართვით არ გავაკეთებ

ალია ავტორი - ალია
00:30 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მოახლოვებული არჩევნების გეგმებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ აპირებს არჩევნებზე იყოს პროევროპული ფრონტის ლიდერი და ამას გააკეთებს არჩევნებში არა უშუალოდ ჩართვით, არამედ იქნება პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის პროდასავლური ფრონტის გარანტორი.

“საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი და “სხვა კანონებიც”, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს ევროპულ გზას აშორებს.

“ეს კრიტიკული [მომენტია] საქართველოსთვის, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და წლის ბოლომდე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა, რუსული კანონის ხელახლა წარდგენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული კანონი. გარდა ამისა, ხდება სხვა კანონების წარდგენაც, რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს”, – თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მეთოდები, რომლებსაც დღეს პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, “რუსული მეთოდებია”.

“მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდებია, დაშინების მეთოდებია, რომლითაც ცდილობენ, გაჩერდეს პროტესტი და მეთოდებია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ სურთ ევროპული გზის დაბრუნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,ფორმულა”

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved