“რა შეატყეთ იმის, რომ იმალება პრემიერმინისტრი” – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს.
„ღარიბაშვილის გადადგომის საკითხი არ განიხილება, დავამთავრეთ ალბათ ეს თემა. პასუხისმგებლობის საკითხი უშუალოდ იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ჩაიდინეს ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება კიდევ გამოძიება”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
კომენტარები