იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ანუ წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება.
„ამიტომ, არ არის აქ იმის დრო, რომ გარკვეულ ოპოზიციურ მარგინალებსა და რადიკალებს დესტაბილიზაციის საშუალება მივცეთ. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი. მჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია და მხარეები უახლოეს დღეებში მოილაპარაკებენ“, – განაცხადა პრემიერმა.














კომენტარები