• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პრემიერი ასეთი უცოდინარი რომ გვყავს, წარმოიდგინეთ, ქვედა დონეზე რა მასშტაბის მასობრივი უვიცობაა, ეს არის აბსოლუტუზმი!“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
02:53 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

„ალია“, ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში განაცხადა, – რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიცის მოიგებს თუ არა ადგილობრივი არჩევნებში კონკრეტულ საკრებულოებს და მერებს, ქვეყანას  მაინც ცენტრალური ხელისუფლება მართავს, ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ვერც კი გატოკდებიანო. ამ კაცმა არ იცის კანონი და კონსტიტუცია თუ, ბოდიში და და, ფეხებზე ჰკიდია?

– მე ასე მგონია, ეს ცოდნის დეფიციტია და სხვა არაფერი. კაცი უკვე მეორედ არის ქვეყნის პრემიერ–მინისტრი და არ იცის ქვეყნის კონსტიტუცია, კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და არც ცენტრალური ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონები არ იცის. არ იცის, რა უფლებამოსილება გააჩნია მთავრობას და რა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. მეტი უბედურება რაღა უნდა გვჭირდეს ახლა, პრემიერმა ის რომ არ იცის, რისი უფლება აქვს და რისი არა? რადგან პრემიერ–მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, დარმწმუნებულია, რომ ეს არის სწორი და კანონიდან გამომდინარე. კანონი რომ სცოდნოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა. მან არ იცის, რომ თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი და არანაირი სუბორდინაციული კავშირი ცენტრალურ ხელისუფლებასთან არ გააჩნია. ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომელთაც კანონები არ იციან. როგორ უნდა მართონ ისე, რომ კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ, ექვემდებარებოდნენ, შებოჭილნი არ იყვნენ კანონის ნებით. აი, ამიტომაც გვაქვს საქმე კარგად, რომ კანონი საერთოდ არ აინტერესებთ, არც იციან და ისე მართავენ ქვეყანას. პრემიერ–მინისტრი ასეთი უცოდინარი რომ გვყავს, წარმოიდგინეთ, ქვედა დონეზე რა ხდება და რა მასშტაბის  მასობრივი უვიცობაა. ეს არის აბსოლუტუზმი, ძალაუფლება მაქვს და რასაც მინდა იმას გავაკეთებო. ეს ავტორიტარიზმსაც კი სცდება. ავტორიტარიზმი მაინც კანონმდებლობის ჩარჩოებში არსებობს. ირღვევა კანონი, მაგრამ იმას მაინც ცდილობენ ისე  წარმოაჩინონ, თითქოს არ დაირღვა. აბსოლუტუზმი არაფერში არ არსებობს, აქ უკვე კანონების სრული იგნორირება ხდება. მე ვარ და ჩემი ნაბადიო.

– კოალიციური მთავრობა წარადგინა ოპოზიციამ და „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, საკრებულოში უმრავლესობა ჩვენია, საკრებულო არ დაამტკიცებს მაგ მთავრობას, ნიკა მელიამ რომც მოიგოს თბილისის მერის არჩევნებიო. აქ რა ხდება, ამ განცხადების მიღმა?

– აქაც ხელისუფლების ლიდების სრულ უვიცობასთან გვაქვს საქმე. საკრებულო თუ არ დაამტკიცებს  თბილისის ახალ მთავრობას, არჩეული მერი მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნავს ვიცე–მერებს, მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და ყველას, ვისაც მოისურვებს.  ძველ ბიუჯეტს,  წლევანდელ  ბიუჯეტს ავტომატურად გადმოიტანს  მომავალი წლის  ბიუჯეტში, ეს კანონით არის განსაზღვრული და  ძველი ბიუჯეტით გააგძლებენ მუშაობას, თუ არც ბიუჯეტი დაუმტკიცა საკრებულომ.  სულ ტყულად ზეიმობენ „ქოცები“, რომ საკრებულოს ხელთ აქვს ბერკეტები და დაბლოკავს ოპოზიციური მთავრობის მუშაობას. გაოცებული ვუსმენ, როდესაც ამგვარ კომენტრებს ვისმენ ხელისუფლების სხვა და სხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან. ნუთუ, ამის ღირსია საქართველო, ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს და ამხელა უმრავლესობაში ერთმა კაცმა არ იცოდეს კანონი? ხომ შეიძლება, ასიდან ოთხმოცმა არ იცოდეს, მაგრამ ასიდან არც ერთმა არ იცის. სად მიიღეს ეს დიპლომები, სად მიიღეს ეს „განათლება“? აბსოლუტური უცოდინრობა სუფევს „ქართულ ოცნებაში“. საიდან მოიყვანეს ეს გაუნათლებელი ხალხი? წამლად ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოუძებნიათ.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved