• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პრაქტიკულად, დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს გამოუყვანა წირვა“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
20:38 02-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,295

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

–ბატონო გიორგი, ბიძინა ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში მოხვდა, როგორც რუსი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი ჩვენთვის და ივანიშვილისთვის?

– ეს იყო მიუნხენის საიუბილეო კონფერენცია, უკვე 60 წელია, რაც ის ტარდება. ეს კონფერენცია ეძღვნება ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს, სადაც იკრიბებიან ქვეყნის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ის პირები, რომლებიც გეო–პოლიტიკურ საკითხებში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ამ კონფერენციაზე განიხილავენ პლანეტის უსაფრთხოების საკითხებს და ყალიბდება ამ უსაფრთხოების სტრატეგია. ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის ანგარიშში როდესაც ხვდება ამგვარი ჩანაწერი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს  გამოუყვანა წირვა. ეს კიდევ ერთი ნათელი სიგნალია იმისა, რომ  ჩვენი ბრძოლა, რომელიც მიმართულია მისი სანქცირებისაკენ, აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით. სანქციები იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გამოვეხსნათ გველეშაპს, რომელმაც ყოფნა–არყოფნის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი.

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე უარესად აქვს საქმე ივანიშვილს დასავლეთში, ვიდრე საზოგადოებას ჰგონია?

– რა თქმა უნდა, ასეა. ის კარგად გრძნობს  ყველაფერს,  ხედავს დასავლეთის დამოკიდებულებას მის მიმართ. მას კარგად აქვს განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიქტი. ხომ ნახეთ,  გამოვარდა გაცოფებული პოლიტიკურ არენაზე, ასე ვთქვათ, საფარველიდან, სოროდან გამოძვრა და ამ საფრთხის, სანქციების შიშის  გამო დაიწყო პოლიტიკური მანიპულაციები და ჩაერთო ღია პოლიტიკურ თამაშში. მანამდე ფარულად აგვრებდა საქმეებს, კულუარულად მართავდა პროცესებს, რომ სანქციები აერიდებინა თავიდან, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა მიხვდა, რომ ძალიან ახლოს არის მისი დასანქცირება და სხვა გზა აღარ დარჩა, ღიად გამოჩნდა პოლიტიკაში, მაგრამ ამით თავს ვერ გადაირჩენს, მისი სანქციები ძალიან ახლოს არის.

– ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებს ვერ  გააყალბებს, რადგან ამის ნებას მას არც ქართული საზოგადოება მისცემს და არც  დასავლეთი, საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე თბილისში არიან და აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს. ამ დროს, „ქართულმა ოცნებამ“ ცსკო–ს თავმჯდომარის ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა გააუქმა, ოპოზიციას კიდევ ერთი ბერკეტი წაართვა  გაყალბებული არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისა.  ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ხელისუფლების გადაბარებას კოალიციური მმარველობისთვის არც კი ფიქრობს, არც დასავლეთთან აპირებს ურთიერთობის დალაგებას. თქვენ გამორიცხავთ, რომ მან გააყალბოს არჩევნები, სანქციებიც, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდოს, და დარჩეს ხელისუფლებაში?

– თუ ივანიშვილი ტოტალურ გაყალბებაზე წავა, ამ არჩევნების  შედეგებს საერთაშორისო საზოგაადოება არ აღიარებს.ამას მოჰყვება წინააღმდეგობა შიგნითაც, ამას ხალხი არ შეეგუება და ამის ნათელი მაგალითია შარშანდელი მარტის მოვლენები, როდესაც ე.წ. აგენტების  კანონს იღებდა ხელისუფლება.  მაშინ ხელისუფლება ელოდა, რომ მხოლოდ საზოგადოების ის ნაწილი გაუწევდა წინააღმდეგობას, რომლებიც უცხოეთის ქვეყნებიდან გრანტებს იღებდნენ, ვისაც პირდაპირ დაარტყამდა ეს კანონი. ასე არ მოხდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა ის საფრთხე, რაც ამ კანონის მიღებას ქვეყნისთვის მოჰყვებოდა. ეს იყო წმინდა რუსული ხაზის გატარება ქვეყანაში, საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილება და საზოგადოების აქტიური, ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის გაჩუმების, მათვის უცხოეთის აგენტის მიწებების მცდელობა. ხომ ნახეთ, ხალხმა ამას რა წინააღდეგობა გაუწია? უკვე ორი მოსმენით მიღებული კანონი პარლამენტმა ხელახალ  კენჭისყრაზე ჩააგდო  და ხელისუფლებამ უკან დაიხია. დიქტატურის დამყარების თავი, შიდა რესურსი  რომ ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ უკან არ დაიხევდა, კანონს უკან არ გაიწვევდა და იმოქმედებდა, როგორც დიქტატორი.  დღესც იგივე ვითარებაა, არაფერი შეცვლილა ივანიშვილის სასიკეთოდ. პირიქით, იზრდება მის მიმართ წნეხი დასავლეთიდან და საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ, წინასაშამათო მდგომარეობაში იმყოფება.  კი, გააუქმა ცსკო–ოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა.კიდევ  ბევრი რამ გააუქმა, რაც ოპოზიციას ეკუთვნოდა. „ლეიბორისტული პარტია“, ფაქტიურად აკრძალა, ბევრი ბერკეტი წაართვა ოპოზიციას, მაგრამ მთავარი არ შეიცვლება – ბიძინა ივანიშვილს ჩვენი საზოგადოება და დასავლეთი არ გააყალბებინებენ არჩევნებს და თუ გაბედა, არ შერჩება, სხვა გზით, მაგრამ მაინც წავა ხელისუფლებიდან. დიქტატურის დამყარების მცდელობა წინა რეჟიმებსაც ჰქონდათ, მაგრამ რესურსი არც ერთს არ ეყო. ქართველი ხალხი ის ხალხი არ არის, რომელიც  დიქტატურას შეეგუება. არც ფიზიკური, არც არც ეკომომიკური რესურსი დიქტატურის დამყარებისა ივანიშვილს არ გააჩნია. გაითვალისწინეთ ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მასშტაბები და ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ. გაითვალისწინეთ ის გეო–პოლიტიკური ვითარება, რაც მსოფლიოშია და ის მასშტაბური პროექტები, რომლის განხორცილებაც საქართველოში იგეგმება,რომლებშიც ჩართული იქნება საქართველო. ესეც იმის დასტურია, რომ ივანიშვილს ნებას არავინ მისცემს, თავის ნებაზე და ძალაადობრივად მართოს ქვეყანა.

– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. დიქტატურას ძალოვანი უწყებების სრული კონტროლი სჭირდება და კონტროლი არ ნიშნავს მხოლოდ ამ უწყებების მმართველი პირების ივანიშვილისადმი მონურ მორჩილებას. სუს–ი ლამის საინფორმაციო–სააგენტო გახდა, ისეთი დიდი დოზით ჟონავს იქიდან ინფორმაციები, შინგნით სიტუაცია სრულიად უკონტროლოა. შსს–ც მორყეულია, ინფორმაცია იქიდანაც ჟონავს, ასევე,  2 000 პოლიციელი მარტო შარშან გაიქცა სისტემიდან  და  მიზერული ხელფასების  გამო, ამ ხელისუფლების დასაცავად ხალხს ბევრი პოლიციელი არ დაუპირისპირდება. ჯარი, დარწმუნებული ვარ, ხალხის დარბევას არ დაიწყებს და კვალიფიციური კადრების დენადობის მხრივ, იქ შსს–ზე ნაკლები სიტუაცია არ არის.

– რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დიქტატურის  დამყარების  პირობებში მხარს უნდა გიჭერდეს საზოგადოების დიდი ნაწილი, უნდა გქონდეს ეკონომიკური და ფინანსური საშუალება, რომ ეს საზოგადოება გამოკვებო.  ეს, ამხელა რესურსი  არ გააჩნია ივანიშვილს. ცხდია, აუცილებელია ძალოვნების სრული და უპირობო მხრდაჭერა. ვინმე კი მუშაობს ახლა პოლიციაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის წავა საკუთარი მეგობრების, მეზობლებისა და ნათესავების წინააღმდეგ, ზოგიერთი კი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც. აქ უკვე ხელფასზე აღარც არის ლაპარაკი. ღირსეული  პოლიციელები ბევრნი არიან შს სამინისტროში და არანაირი ხელფასის ფასად არ ასწევენ ხელს თავისიანებზე, არ დაარბევენ და სხვა ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ. იმავეს ვიტყვი ჯარზე. არ აქვს რესურსი ბიძინა ივანიშვილს დიქტატურის დასამყარებლად. მაშინ ერთი გზა რჩება. უნდა მოიწვიოს უცხო ქვეყნის ჯარი და მას დაამყარებინოს დიქტატურა. ვერც ამას იზამს, რადგან ეს მის წასვლას დააჩქარებს და ისე წავა, თავბედი გაუხდება საწყევარი. ზოგადად, სისხლიან დარბევებზე ვერ წავა. ქართველმა  ხალხმა  საბჭოთა ჯარს გაუწია წინააღდეგობა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, 1989 წლის 9 აპრილს ვგულისხმობ და  არანაირი სახის დიქტატურას არ შეეგუება.

– 2012 წელს, დასავლეთმა თავის რჩეულს, მიხეილ სააკაშვილს არ მისცა არჩევნების გაყალბების  და დიქტატურის დამყარების საშუალება, რაზედაც სააკაშვილი მართლა  იყო წამსვლელი. მით უფრო,  დღევანდელ ვითარებაში, როცა დასავლეთი რუსეთთან არის დაპირისპირებული, პრორუს ივანიშვილს ამის საშუალებას არ მისცემს. ასეა?

– კი, ეგ თავისთავად. ევროკავშირის წევრობის სტატუსი რომ მოგვცეს, იმის გამო მოგვცეს, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები შევასრულეთ? ცხადია, არა. ეს იყო გეო–პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მათ თავისად, თავის ნაწილად  მიიჩნიეს საქართველო. შესაბამისად მიდის მუშაობა, რომ გამოგვიხსნან რუსეთის კლანჭებიდან. არ მისცემენ ივანიშვილს საშუალებას, რომ ტოტალური გაყალბების გზით დარჩეს ხელისუფლებაში. რაც წინა არჩევნებზე მოხდა, როდესაც შარლ მიშელის ცნობილი დოკუმენტით და სალომე ზურაბიშვილი მცდელობით, ოპოზიცია შეიყვანეს პარლამენტში და ამით  აღირეს გაყალბებული  არჩევნების ლეგიტიმურობა. ახლა ამას არავინ დაუშვებს.

– სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ლიდერი  ჰყავდესო. ბევრი ფიქრობს, რომ ერთიანი ოპოზიციის ლიდერად საკუთარ თავს მოიაზრებს. არ უნდა დასრულდეს სააკაშვილის და „ნაცმოძრობის“ ბოგინი ქართულ პოლიტიკაში? რა გეგმა აქვს სააკაშვილს? არჩევნების წინ გააქტიურდეს და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად  ისევ „მაშველ რგოლად“ მოევლინოს „ქართულ ოცნებას“? ისევ მათი შესაძლო დაბრუნების შიშით,  ხალხმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს?

– ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვთვლით პოლიტიკურ პატიმრად  და ვითხოვთ მის გათავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ის უნდა გაეცალოს ქართულ პოლიტიკას ივანიშვილთან ერთად. სამწუხაროდ, პირდაპირი თუ ირიბი  თვალსაზრისით, ისინი ასულდგმულებენ ერთმანეთს.  ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე, მათი ამბიციების გამო ეროვნული ინტერესები ზიანდება.უფრო შორს აღარ წავალ შეფასებაში. აქედან გამომდინარე, მისთვისაც კარგი იქნება, ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც, თუ პოლიტიკაში აღარ იქნება.

– ნიკა გვარამია აპირებს პარტიის შექმნას და პოლიტიკაში მოსვლას. კი, თავად ამბობს, რომ არ იქნება „ნაცმოძრაობასთან“ გაიგივებული, მაგრამ რას უზამს წარსულს? „ნაცმოძრაობის“ დროს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, იუსტიციისა და განათლების მინისტრი, ბოლოს კი ჯერ „რუსთავი–2“–ის მთავარი  მენეჯერი  იყო, მერე „მთავარი არხისა“ და ორივე ტელევიზია წლების მანძილზე სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობაზე“, მათ დაკვეთებზე მუშაობდა.

– ეგ როგორ არის, იცით?  მორიელი  შხმიანი კუდის გარეშე არსებობს? არ არსებობს და ეგრე არიან „ნაცმოძრაობა“ და გვარამია. ის დღესაც აგრძლებს იმავე მეთოდებით მოქმედებას, რასაც შეჩვეული იყო და „მთავარ არზხე“, რომელსაც ის დღესაც აკონტროლებს, „ლეიბორისტები“ დაბლოკილები ვართ.  გვარამია რასაც არ უნდა გაემიჯნოს და გამოემიჯნოს, მაინც სააკაშვილის რუპორად რჩება.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გუგავამიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved