პორტუგალიაში შტორმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქარიშხალმა “კრისტინმა” ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში წყალდიდობა, მეწყერი და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.
ქარიშხლის შედეგად ქვეყნის უმეტეს რეგიონში სკოლები დაიხურა, შენობები დაზიანდა და ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა.
E-Redes-ის ცნობით, 850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
პორტუგალიის შემდეგ შტორმმა “კრისტინმა” ესპანეთში გადაინაცვლა – სადაც დაიკეტა სკოლები, გზები და რკინიგზის ხაზები, ხოლო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.














კომენტარები