• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია

ალია ავტორი - ალია
10:33 08-28-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

თეგეტა მოტორსი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით განაგრძობს ვაქცინაციის კამპანიას ,,თეგეტა მწვანე ზონა“. პორშე ცენტრი თბილისი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.

დღეიდან პორშე ცენტრი თბილისი მწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლის მიმართ. თბილისის პორშეს ცენტრის მიზანია დაიცვას მისი გუნდის წევრები, მომხმარებელი და ამასთან წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში. კომპანიაში, რომელსაც ქართულ ბაზარზე საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, თანამშრომელთა 100% უკვე აცრილია.

,,პორშე ცენტრი თბილისის გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის თანამშრომლების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, პანდემიის შესაჩერებლად, ალტერნატივა არ აქვს. დიდი მადლობა ჩვენს თითოულ თანამშრომელს აქტიურობისთვის და პასუხიმგებლობისთვის “ – ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი პეტრე წაქაძე

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, თეგეტა ჰოლდინგის ყველა თანამშრომლისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირაა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კომპანია თამაშრომლებს იმუნიზაციის პროცესში ეხმარება, როგორც რეგისტრაციის ასევე ვაქცინააციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზუნველყოფით.თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა, კამპანია წამახალისებელი საჩუქრებს და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved