„ერთმანეთის ლანძღვას და ერთმანეთის ქვეყნის მტრებად გამოცხადებას, ნამდვილად ჯობია თუნდაც პოპულისტური დაპირებები,“- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ასე მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ქალაქში გამოკრულ დაპირებების შემცველ ბანერებს ეხმაურება.
ჟურნალისტის აზრით, ის, რომ ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე ალაპარაკდა – კარგია.
„კარგია, რომ მეორე ტურში მაინც დაუბრუნდა ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე საუბარს.
ხოლო პოპულისტურ დაპირებებს გასავალი თუ ექნება, ეს სწორედ ხელისუფლების ცუდ მუშაოაბაზე მიუთითებს მხოლოდ. ესე იგი ფუნდამენტური საჭიროებები ვერ მოუგვარე ხალხს,“- წერ მერაბ მეტრეველი.
კომენტარები