პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, – პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანას ცდილობდნენ.
მათივე ცნობით, ქართველებს გერმანიაში 38 მიგრანტი 4 მანქანის დახმარებით გადაჰყავდათ. მათგან 37 თურქეთის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი ავღანეთის მოქალაქე. გამოცემის ცნობით, არცერთ მათგანს პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური უფლება არ ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზების ფაქტზე 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
კომენტარები