• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლონეთში როზეტა ყალიჩავას მკვლელობისთვის მის ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
17:58 03-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

„საფარის“ ცნობით, პოლონეთში ცოლის მკვლელ ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა:

„2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაეწყოთ ოჯახში სისტემატური ძალადობის საქმის გამოძიება, ხოლო თარჯიმნის მომსახურებას საელჩო უზრუნველყოფდა. მიუხედავად საფარის აქტიური ჩართულობისა და დაუყონებლივი მოქმედების მოთხოვნისა, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის გამო, ქალზე სისტემატურად მოძალადე კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და პოლონეთის საგამოძიებო ორგანო კაცისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლა. შედეგად, კაცი სახლში დაბრუნდა და, 2022 წლის 24 მაისს, ქალი სახლში მარტო ყოფნის დროს მოკლა შემდეგ კი, კვალის დასაფარად, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა.

საფარი დაუკავშირდა პოლონეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას – Helsinki Foundation for Human Rights, რომელთან ერთადაც, ადვოკატ იაროსლავ იაგურას წარმომადგენლობით, პოლონეთის პროკურატურასა და ლოძის რაიონულ სასამართლოში აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს. დედის გარდაცვალების შემდეგ, როზეტას სამი მცირეწლოვანი შვილი საფარის იურისტის, თამარ ლუკავას ხელმძღვანელობით, საქართველოში, როზეტას დედის ოჯახში დაბრუნდა და ამჟამად საფარის იმერეთის იურისტი, სალომე სალდაძე მუშაობს იმაზე, რომ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ბებიამ მიიღოს.

2024 წლის 6 მარტს, ლოძის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე როზეტას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრუწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით.

საფარის იურისტის, ეკა მუზაშვილის განმარტებით, საქმე დასრულებული არ არის და ამჟამად, Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად გრძელდება მუშაობა ბავშვებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved