პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა კვირას, საღამოს საათებში ვისკოკში მოხდა. გარდაცვლილია მძღოლი, 44 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მისი მგზავრი, 40 წლამდე მამაკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია. არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა
,,მთავარი არხი”
კომენტარები